Jump to content

ბაგრატ VII

From Wikisource




ისტორიული პიროვნებები



ქართლის მეფეები







ბაგრატ VII

გენეალოგიური ხე

ოჯახი

[edit]

წყაროები

[edit]

ქართული სიგელ-გუჯრები

[edit]

ბაგრატ VII (ბაგრატ-ხანი) - [1569], 1602-1619 წწ. - მეფე.

ჰყავს:

მამა დაუთ-ხანი (დავით XI), იხ., ძმა მეფე როსტომ, იხ., თანამეცხედრე დედოფალი ანა (1618 წ. Ad-1630), შვილი: მეფე სვიმონ II (1619 წ. Sd-736), რძალი ანა (1618 წ. Hd-13105).

უწყალობა:

[edit]
  • 1616 წ. XI.8. - სომხითის მელიქს, ათაბაგ [მირიმანიძეს] ქვემო წერაქვი, რის სამაგიეროდაც გამოართვა ლუარსაბ მეფის მიერ ნაბოძები ქარტაკი და გელაქთაგი, რომლებიც უბოძა ბადიზამანასშვილებს და ბატონისშვილს 1448-1024;
  • 1618 წ. IX.11. - თავის რძალს, ანას და თინათინს - ქალაქს ასატურა და შაჰ[ა]სლანა შერგილაშვილები მამულით და მათზე დაწესებული ბაჟით Hd-13105;
  • 1618 წ. IV.4. - კავთისხეველ ციხოველ იმნაძეს - მეჯინიბეობა და გაათავისუფლა იგი გადასახადებისაგან 1448-252;
  • 1618 წ. - ნასრ თუმანიშვილს - სომხითს ნასოფლარი ხანძორისი Ad-973 ა;

განუახლა წყალობა

[edit]
  • 1616 წ. - გიორგი სააკაძეს - სვიმონ, გიორგი და ლუარსაბ მეფეების დროს ნაწყალობევი სახელოსა და მამულებისა Hd-14418;
  • 1617 წ. - ბაადურ ციციშვილს - მისი სამკვიდრო სოფლების, დაღეთისა და წინწყაროსი 1450-37/190;
  • 1618 წ. III.4. - ქაიხოსრო გურამიშვილს, ლიხთიმერეთიდან დაბრუნებულს, სამკვიდრო მამულისა 1450-19/98;
  • 1618 წ. V.19. - ზაალ გურამიშვილს - სოფელ ახალციხისა 1450-19/106;
  • 1619 წ. VIII.10. - შიოშ სოლაღაშვილს - კუმისს მისივე მკვიდრი მამულისა Sd-736;

შესწირა

[edit]
  • 1618 წ. - სვეტიცხოველს სოფლები ახალციხე და აგარაკი 1449-2641;

გაარჩია დავა

[edit]
  • [1616-1619 წწ.] - სოფელ მლაშეს თაობაზე თეიმურაზ მუხრანბატონსა და ნუგზარ ერისთავს შორის. დაადგინა, რომ ორივე მხარეს თორმეტ-თორმეტი კაცით უნდა დაეფიცა 1461-3/34;

უბრძანა:

[edit]
  • 1617 წ. - თავის მოხელეებს, რომ სვეტიცხოვლის ყმებისათვის ბაჟი არ გამოერთმიათ ქრ. II, გვ.442;
  • 1616-1619 წწ. - ქალაქის მელიქსა და მამასახლისს, რომ სვეტიცხოვლის ყმებისათვის ქალაქში ბაშმალა არ მოეთხოვათ 1448-1261;

სხვადასხვა:

[edit]
  • 1618 წ. IX. - მისი ბრძანებით, ქრისტეფორე კათალიკოსმა იესეს სამოურაოდ უბოძა სოფელი ზერტი Ad-1630;
  • 1619 წ. - მისი ბრძანებითა და სახლთხუცეს აღათანგის მოწმობით, ლუარსაბ ქანანაშვილმა შუა ბოლნისის მამასახლის ბერუასთან ერთად გაყო ჭრეშის მელიქის - მირიმანას მამული 1450-26/5;

იხსენიება:

[edit]
  • [1615-1619 წწ.] - მიქელა კოპაშვილის მიერ თაყა [ბარათაშვილისათვის] მიცემული მამულის ნასყიდობის ფიცის ფორმულაში Qd-7013;
  • [1615-1619 წწ.] - [ჯავახიშვილის] საჩივრის წიგნში: მისი ყაენთან ყოფნის დროს მასთან დაახლოებული ყოფილა მომჩივანის პაპა Hd-2272;
  • [1616-1619 წწ.] - მის ყმას დაუხარჯავს იმერთა მეფის, გიორგის 20 თუმანი. გიორგი მეფემ დაავალა შიოშ მდივანს, მოხმარებოდა ვალის აღებაში და თან წერილი მიერთმია ბატონ ბაგრატ-ხანისათვის Hd-15014;

მას უბოძებია:

[edit]
  • 1635 წ. IX.10. - ყორღანაშვილებისათვის გიორგი და პაპუნა არდაზიანდიშვილების ნაქონი მამული 1450-1/6;
  • 1637 წ. III.27. - ნასრ თუმანიშვილისათვის - ნასოფლარი ხანძორისი Ad-973 ბ;
  • 1637 წ. I.4. - როსტომ მეფის მიერ სიაუშ სოლაღაშვილისათვის ბოძებულ წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ ბაგრატს დაუმტკიცებია სოლაღაშვილებისათვის ქალაქში ყმების ნასყიდობა Sd-743;
  • 1646 წ. - მის მეფობაში შეყრილან შიოშ და ბიძინა სოლაღაშვილები. ბიძინა შიოშის შვილებს ედავებოდა მათივე განაყოფის, სუჯადინის მამულზე. შიოშ სოლაღაშვილის შვილებმა დავის განხილვის დროს ბაგრატის წიგნები წარმოადგინეს Sd-744;
  • 1648 წ. - მისთვის ჰქონია მიცემული შაჰაბასს იმერეთში გაძევებული თეიმურაზის სამფლობელო - კახეთი ქრ.II, გვ.461-464;
  • 1652 წ. - ბეჟან ნასრიაშვილს როსტომ მეფემ განუახლა ბაგრატის მიერ ნაბოძები ხანძორისის (||სანძორისის) წყალობა 1450-28/4;
  • 1679 წ. VI.10. - თუშმალ ზურაბასა და სანაინის ეპიკოპოსს შორის საზღვრებზე დავის განჩინების წიგნში აღნიშნულია, რომ ყულიას სადაო მიწიდან ღალა ბაგრატის დროს აუღია 1450-28/6;

ხელს ურთავს შემდეგ საბუთებს: Sd-61, 1448-1024, Hd-14418, Sd-736, 1448-1261.

ლიტერატურა

[edit]