1618 წ. 05.30. - წყალობის წიგნი ბაგრატ მეფისა ნასრ თუმანიშვილისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

‎‎

1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg
1730. თელეთელ გიორგი არუთინაშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)[edit]

წყ(ალო)ბ(ი)თა ღ(მრთისა)თა და ბ(რ)ძ(ანე)ბ(ი)თ(ა) შაჰ{ა}ბასი{სა}თა.

ქ. ჩუენ, მეფემან პატრონმან ბაგრატ, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, ჩუენსა ერდგულსა ყმასა, კარისა ჩუენისა მდივანსა, თუმანიშვილს ნასრის და თქუენთა შვილთა: ბაინდურს, ყორხმაზს და კიდევე თქუენთა შვილთა, მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და მამულის წყალობას დაგუეაჯენით.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ სომხითს ნაოჴარი ნასოფლარი ხ{ა}ნძორისი მისის მართლის სამართლიანის სამძღურითა და საქმითა, მისის მთითა და საჴნავ-სათიბრითა, შესავლითა და გამოსავლითა, – ყოვლითურ თქუენთუის გუიბოძებია.

გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგა.

აწე, გ(ი)ბ(რძანე)ბთ, კარისა ჩუენისა ვაქილ-ვაზირნო, მდივანნო და სომხითის ტარუღაო და მელიქო, ვინ გინდა-ვინ იყუნეთ და ანუ ვინ გინდა-ვინ იქნებოდეთ, თქუენცა ეს ჩუენი წყალობა და ბრძანება ასრე გაუთავეთ, რარიგადცა ამა სიგელში ეწეროს, ნურ{ა}ს შეეცილებით.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)სა ტვ, მაის{ს}ა , ჴელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობრის ოქრუასშუილის შერმაზანისათა.


verso-ზე ხვეულად ხელრთვა:


საბუთის დათარიღება[edit]

 თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი ტვ (306), მაისის ლ (30), რაც უდრის 1618 წლის 30 მაისს. 

პუბლიკაცია[edit]