[ქ.] ბ{რძ}ა{ნე}ბ{ი}თა ღ(მრ)თ(ისათა) და წყალო(ბი)თა შაჰ-{ა}ბასისითა, მეფე ბაგრატ გ(ი)ბძ(ანებ)თ.
ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წიგნი და სიგელი გიბ(ო)ძეთ თქვენ, ჩვენთა ერდგულად და თავდადებით ნამსახურთ ციციშვილსა პატრონსა ბა{ა}დურს და მანუჩარს, შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა.
ასრე რომე, გამარჯვებული მოხვედით და მამულის წყალობას დაგვიაჯენით. ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენი სამკვიდრო მამული დაღეთი და წინწყარო მისის სამართლიანის საქმითა, მთითა, ბარითა, ველითა, ვენაჴითა, წყლითა, წისქვილითა, მთითა, ბარითა, სახმარითა და უხმარითა, ყოველთურთ უნაკლულოდ, ყოვლის კაცისაგან უცილობელი.
{გ}ქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩვენს ერდგულად სამსახურსა ქვეშე, არა მოგეშალოს ჩვენგან და არა შემდგომთა სხვათა მეფეთა მეპატრონეთაგან.
აწე, ვინცა მოგიშალოს ეს თქვენი სამკვიდრო მამული, ჩვენგან კიდევე ნაწყალობევი, რისხ{ა}ვსმც{ა} მამა, ძე და სული წმინდა და ყოველი მისნი წმინდანი და ბედნიერი შა{ჰა}ბას{ი}.
ქ(ორონი)კ(ონ)ს ტე.