1618 წ. 09.11. - წყალობის წიგნი ბაგრატ მეფისა ბატონ ანასა და ბატონ თინათინისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)[edit]

ქ. ჩუენ, მეფემან, პატრონმან ბაგრატ, ესე წყალობის წიგნი და სიგელი მოგახსენე[თ ჩუენს] ბატონს, ჩუენს რძალს, ბატონს ანასა და ბატონს თინათინს, მას ჟამსა, ოდეს ქალაქს შერგილაშვილის ასატურასა და შაჰ-{ა}სლანას წყალობას დაგუეაჯენით.

ვი[ს]მინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და მოგახსენეთ ქალაქს შერგილაშვილი ასატურა და შაჰ-{ა}სლანა მათის სამართლიანის მამულითა და სახლ-კარითა.

ასრე რომე, საჩუენო სათხოვარი და გამოსაღები არა გეთხოვებოდეს-რა, არა ღალა და არა კულუხი, არა ფურის ერბო და არა ბაშმალი, თუინიერ ერთის ლაშქრობისა, ნადირობისა და დიდის ჴელმწიფის საურის მეტი, სხუა საჩუენო არა გთხოვოთ-რა. აგრევე, რაც მათ ბაჟი გამოუვიდოდეს, ისიც თქუენთუის მოგუიხსენებია ამ წესითა, რომე ჩუენმან მებაჟემ მათი ბაჟი აიღოს და თქუენ მოგახსენებდეს.

ქალაქის ტარუღავ, მელიქო და მამასახლისო, ეს ჩუენი ბრძანება, თქუენცა ასრე გაუთავეთ და ნურას ეცილებით.

დაიწერა ბრძანება ესე, ქ(ორონი)კ(ონ)სა ტვ, ენკენისთუეს ია, ჴელითა კარისა ჩუენისა მწიგნობრისა თუმანისშვილის ნასრისითა.

verso-ზე ხელრთვა ხვეულად:


საბუთის დათარიღება[edit]

 თ ა რ ი ღ ი: საბუთს უზის თარიღი - ქორონიკონი ტვ (306) ენკენისთუის ია, რაც უდრის 1618 წლის 11 სექტემბერს.

პუბლიკაცია[edit]