1619 წ. - დავის გარიგების წიგნი ბაგრატ მეფისა ჭრეშის მელიქ მირიმანას შვილებისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

პირი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)[edit]

[ქ.] ნებითა და შეწევნითა ღ(მრ)თისათა, და ბრძანებითა მეფისა ბატონის ბაგრატისათა, და მოწმობითა სახლისუხუცის ბატონის აღათანგისათა, დავსხედით ჩვენ, ქანანაშვილი ლუარსაბა და შუა ბოლნისის მამასახლისი ბერუა ჭრეშის მელიქის მირიმანასა და მისის შვილის, მურადასა, ნურალასა და ყაიათმაზას მამულის გასაყოფად.

სარჩელი და საუბარი ორთავესი გავიგონეთ, რაც მამული იყო ან შენი და ან ოხერი, ყუელა ერთმანერთს შევადარეთ.

ერგო ყაიათმაზასა ზაქუა და მისი ძმისწული მისის მამულითა, უმამულო მიქელა მისის ცოლისძმითა, მუსტაფასშვილები და ჯავახი გოგია.

ერგო ნურალას მარტიროზა თავის მამულითა, უმამულო ვართევანა მისის ძმისწულითა და თათარი ბიჭი შაენა და ხარელა.

მე, ავთანდილს დამიწერია და მოწამეცა ვარ ამისი.

ქ(ორონი)კ(ონ)ს ტზ.


საბუთს ესვა ბეჭედი.


საბუთის დათარიღება[edit]

 თ ა რ ი ღ ი : ქორონიკონი ტზ (307), რაც უდრის 1619 წელს.

პუბლიკაცია[edit]