1618 წ. 01.26. - შეწირულების წიგნი ბაგრატ მეფისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)[edit]

ქ. სახელითა არსება-დაუსაბამოსა ღ(მრ)თისა, მამისა და სულისა [წმიდისათა, მეოხებითა]* ყოვლად ბრწყინვალისა ყოვლად ბიწ-შეუხებელისა და ყოვლად შესაძრწუნებელისა [დედისა] ჩუენისა ღ(მრ)თისმშობელისა, მარადის ქალწულისათა მარიამისითა; ძლიერებითა და შუამდგომელობითა ძელისა ცხორებისათა, რომელსა ზედა განიპყრნა უხრწნელნი მკლავნი თუისნი ქრისტემან, ღ(მერ)თმან ჩუენმან, ცხორებისათუის ჩუენისა; წმიდათა ზეცისა ძალთა ანგელოზთა და მთავარანგელოზთათა და ყოელთა წმიდათა ღ(მრ)თისათა, ზეცისა და ქუეყანისათა.

ამათითა თავდებობითა, მინდობითა და შუამდგომელობითა ჩუენ, იესიან-დავითიან-სოლომონიანმან, მეფეთ-მეფემან პატრონმან ბაგრატ, ესე შემოწირულებისა წიგნი და სიგელი გკადრეთ და მოგახსენეთ მობაძავსა კათოლიკე ეკლესიასა სუეტსა ცხოელსა, კუართსა საუფლოსა და მირონსა ღ(მერ)თ-მყოფელსა. შემოგწირე და მოგახსენე სოფელი ახალციხე მისის მემკუიდრის კაცითა და მამულითა, რაცა დეკანოზს კაცები დაუსახლებია, იმისდა გარდაის, და დეკანოზის დასახლებული კაცები, ისრევე დეკანოზისათუის გუიბოძებია.

შემოგწირე სოფელი და აგარაკი ესე ახალციხე მისითა სამართლიანითა მთითა, ბარითა, ველითა, ვენაჴითა, წყლითა, წისქუილითა, საჴნავითა და უჴნავითა, მისის სამართლიანის მამულითა, ყოვლითურთ უკლებლად. შეიწირე შენ, სუეტო ღ(მრ)თივ-აღმართებულო, კუართო საუფლოო და მირონო ღ(მერ)თ-მყოფელო! და წარმართე მეფობა ჩუენი სიმრავლესა შინა ჟამთასა და ყოველნი წინააღმდგომნი და მბრძოლნი ჩუენნი დააკუეთენ და შემუსრენ ქუეშე ფერჴთა ჩუენთა. და შეიწირე მცირე და კნინი შემოსაწირავი აგარაკი და სოფელი ესა ახალციხე.

ესე, ვითარცა შემოწირულობითა შემოგწირეთ, საჩუენო სათხოვარი არა ეთხოებოდეს-რა: არა ღალა, არა კულუხი, არა საბალახე და საჩუენო სათხოვარი არა გეთხოებოდეს-რა, თუინიერ სათათროსა, საურისაგან და ლაშქარ-ნადირობისაგან კიდე. და ვინ გინდა-ვინ კარისა ჩუენისა ვეზირ-ვექილნი იყუნეთ, ანუ მდივანნი და მოსაქმენ{ი} და კარით ჩუენით წარვლენილნი, თქუენცა ესრეთ დაუმტკიცეთ და ნუვინ უშალავთ.

და ესრეთ არს შეწირული მტკიცე წიგნი ესე. არა შე{ე}ცვალოს და არცა ვისგან წაერთოს, არა ჩუენგან და არა სხუათა მეპატრონეთა მეფეთა და დედოფალთაგან და კათალიკოზთა და სხუათა მცხეთიონთაგან.

აწე, ვინცა და რამანცა გუარმან კაცმან, მეფემან ანუ დედოფალმან, თავადმან, აზნაურმან, დიდებულმან და ანუ სხუამან ჴელისუფალმან ვინმე ესე ჩუენგან შეწირულ{ი}სა სოფელისა წიგნისა და სიგელისა ჴელყოს შლად და ქცევად და შეცუალებად, შე-მცა-იცუალების სჯულისაგან ქრისტიანეთასა; კრულ იყოს ცათა შინა [და ქუეყანასა] ზედა, [შე-მცა-ედების მას კეთრი გეზისი], მეხის ტეხა დიოსკორესი, დანთქმა ფარაოსი, მატლით შესაჭმელობა ეროდეს{ი}, ნურათამცა იქმნების ჴსნა სულისა მისისა ჯოჯოხეთით, ასდამერვისა ფსალმუნისა წყევა მასზედამცა დაესრულების და ყოველიმცა გაგებული მისი მოიშლების და ამა ზემოწერილთა ღ(მრ)თისა და ყოველთა მისთა წმიდათა რისხუა მასზედამცა სრულ იქმნების. ხოლო დამამტკიცებელნი ამისნი ღ{მერ}თმან აკურთხნეს და წმიდამან სამოციქულომან კათოლიკე ეკლესიამან.

დაიწერა მტკიცე და შეუცვალებელი წიგნი და სიგელი ესე ქ(ორონი)კ(ონ)სა ტვ, ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისა მესამესა, თუესა იანვარსა კვ.

ხვეულად:



საბუთის ზედა არშიაზე ფანქრით მიწერილია საბუთის დედნის შემდეგი არქეოგრაფიული მონაცემები:

"1618 წ. მცხეთის სიგელი N 30, ბოძებული ბაგრატ მეფის მიერ 1618 წ. დაწერილია ქაღალდზე ზომით 18,3/4X27 სანტიმ".

საბუთის დათარიღება[edit]

 თ ა რ ი ღ ი : ქორონიკონი ტვ (306) იანვრის კვ (26), რაც გვაძლევს 1618 წლის 26 იანვარს.

პუბლიკაცია[edit]