Jump to content

1993 - პირთა ანოტირებული ლექსიკონი - ტომი II

From Wikisource
საქართველოს ისტორიის ელექტრონული ბიბლიოთეკა
File:პირთა ლექსიკონი.jpg



საქართველოს ისტორიის ელექტრონული ბიბლიოთეკა





წიგნის სათაური:
პირთა ანოტირებული ლექსიკონი - ტომი II


სრული სათაური:
"პირთა ანოტირებული ლექსიკონი" - XI-XVII სს. ქართული ისტორიული საბუთების მიხედვით - ტომი II - გამოსაცემად მოამზადეს: დ. კლდიაშვილმა, მ. სურგულაძემ - თბილისი 1993


რესურსები ინტერნეტში:http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/229832
შინაარსი

ჰყავს: მამა ერისთავი ქუენიფნეველ [ქუენიფნეველი] - 1607-1639 წწ.: 1449-411, Qd-9020 ბ; ძმები: შანშე - 1616-1632 წწ.: Qd-10130, Hd-14469, შალვა - 1615, 1616 წწ.: Qd-10130; თანამეცხედრე: როდამ - 1607-1639 წწ.: 1449-411, Qd-9020 ბ; შვილები: ლარგუელ - 1607-1639 წწ.: 1450-24/155, 1449-411, Qd-9020 ბ, ქუენიფნეველ - 1607-1639 წწ.: 1450-24/155, 1449-411, Qd-9020 ბ; ბიძა დავით ერისთავისა

შესწირა იკორთის მთავარანგელოზს არცევში მამული ჩათური, იკორთის წინამძღვარს განუსაზღვრა ბეგარა, რომელიც არცეველ კაცს მთელ მამულზე უნდა გადაეხადა: ექვსი კოდი პური და ექვსი კოდი ქერი, ერთი წლის საკლავი - (1614 წ. ქრ.II-24); იკორთას შესწირა არცევში მამული - (1615 წ. ქრ.II-25.ფრაგმ.); მან და მისმა ძმებმა დახოცეს ბიძაშვილები. ამის გამო შესწირა სვეტიცხოველს - იოვანეს კათალიკოსობის დროს - ქორდში ექვსი კომლი: არჩვაძე შოშიტა, ბერიკასშვილი ნინია, ხევსური საგინა, მუჭაური გამიხარდი, ჩუბინასშვილი ფრიდონა და გივისშვილის მამული - (1616 წ. Qd-10130); კაბენის ღმრთისმშობელს - ჯირღილლაურის მამული - ერთი კომლი თევდორა 1607-1639 წწ. 1449-411; ლარგვისის მონასტერს - თემი ქურთა - 1607-1639 წწ. Qd-9020 ბ; მას უწყალობა როსტომ მეფემ ქალაქში ვაჭრები: თანდუაშვილი პიპინა, ჩიგინა, ზურაბა და მურადა - 1637 წ. 1450-24/155; მოწმე ზაქარია ჯავახიშვილის მიერ გიორგი სააკაძისათვის მიცემული შეყრილობის წიგნისა - 1624 წ. Hd-14693; შანშე ერისთავთან ერთად მას გაუძარცვავს ოთარა ყანჩაელი. ამ საქმეზე გამოტანილი განაჩენის თანახმად, იესეს მიერ წაღებული ნადავლი შანშეს არ უნდა მოკითხვოდა - 1623-1632 წწ. Hd-14669; იხსენიება: მისი ყმები ზერტელთა და კუარხითელთა შორის სამამულე დავის გარჩევის დროს აღმოჩნდნენ ზერტელთა მხარეზე. ამ დავის გარჩევისას როსტომ მეფის მიერ გაგზავნილმა მოხელეებმა ერისთავის ხოდაბუნის ბოლოს, "ვარდის გორასთან", ერთ-ერთი სამანი ჩასვეს - 1639 წ. Qd-1378 ა, როსტომ მეფის მიერ ქაიხოსრო ბარათაშვილისათვის ბოძებულ წყალობის წიგნში აღნიშნულია, რომ ქაიხოსროს როსტომ მეფისათვის შეურიგებია იესე ერისთავი - 1633 წ. XII.25. 1450-12/129, როსტომ მეფემ დაავალა მდივანბეგ როინ ჯავახიშვილს, რომ გამოეძია იესე ერისთავის მკვლელობის საქმე და აღენუსხა მისი ქონება - 1642 წ. მომდევნო ხანები. Hd-14660; იხსენიება დავით ქსნის ერისთავის მიერ გიორგი თუმანიშვილისათვის ბოძებულ წყალობის წიგნში: მას მიუცია თუმანიშვილებისათვის ლიახვიდან რუ - 1678 წ. XII.18. Ad-1016