Qd-09020
დედანი საბუთებისა
- Qd-9020 ა - 1470 წ. - შეწირულების წიგნი შალვა ქვენიფნეველ ერისთავისა ლარგვისის მონასტრისადმი
- Qd-9020 ბ - 1607-1637 წწ. - შეწირულების წიგნი იესე ქვენიფნეველის ძისა ლარგვისის მონასტრისადმი
საბუთის აღწერილობა
[edit]დ ე დ ა ნ ი : ხეც Qd-9020 ა; ბაცი, მოყვითალო შეფერილობის ეტრატის გრაგნილი, ზომა: 168,5 x 16,5/17,3 სმ. ოთხი კეფი: I - 21,5x6,5; II - 51x17,3; III - 51x17; IV - 45x17. კეფები ერთმანეთზე გადაკერებულია თეთრი ან წითელი აბრეშუმის ძაფით.
დ ა ზ ი ა ნ ე ბ ა: ზედა აშია მოჭრილია სწორ ხაზზე. მის თავისუფალ არეზე გაჩენილია დიდი ნახვრეტი. საბუთის ტექსტი რამდენიმე ადგილას დაფარულია მონაცრისფრო ლაქებით. საბუთი მოხატულია. მელანი ყავისფერი; ხელი კალიგრაფიული ნუსხური; ტექსტის დასაწყისი "ე" შემკულია ორნამენტული ხვეულებით.
III კეფის verso-ზე საბუთის ტექსტს მოსდევს წვრილი ნუსხურით შესრულებული სხვა, XVI საუკუნის საბუთი, იესე ქვენიფნეველის ძის შეწირულების წიგნი ლარგვისის ეკლესიისადმი, რომელიც დამტკიცებულია ჯვრის გამოსახულებით და სპარსული ბეჭდით.