1615 წ. - შეწირულების წიგნი იესე ერისთავისა იკორთის მთავარანგელოზს

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

თ. ჟორდანიას იკორთის ხელნაწერებში უპოვია ხუცურად დაწერილი სიგელი თ (9)

საბუთის შინაარსი და პერსონალია[edit]

ქ. ჩუენ ერისთავს იესეს და ძმასა ჩვენსა შანშეს შემოგვიწირავს არცევს მამული ჩათური წმიდათა მთავარანგელოზთათვის და რაც ბეგარა სხვას არცეველს კაცს მთელს მამულზე აც, იმას ვინც ვინ წინამძღვარი იკორთის მთავარანგელოზთ წინ ბრძანდებოდეს, იმას მიერთმოდეს ექუსი კოდი პური და ექუსი კოდი ქერი და ერთის წლის საკლავი.

(წყევა)

ქორონიკონს ტგ.

  • მინაწერი: ...არის წმიდათა მთავარანგელოზთა წიგნები ჯუმლად ოც და თერთმეტი

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტგ ანუ 1615 წ.
"პირთა ანოტირებულ ლექსიკონში" მითითებულია 1614 წ.

პუბლიკაცია[edit]