1447 წ. XII.25. - შეუვალობის სიგელი გიორგი მეფისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
საბუთი 1448-5016




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: 1448-5016, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 060.

პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 213 (დაკარგულია).
  2. E-073/49

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: 1970 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 29


განმაერთებელმან ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისამან, ორისავე სამეფოსა მტკიცედ და შეურყეველად მპყრობელმან, აფხაზთა და ქართველთა მეფეთა-მეფემან გიორგი... შეწევნითა და წინამძღურობითა ძელისა ცხოვრებისათა აგარის ნათესავნი და მტერნი და წინააღმდგომნი ჩუენნი სამარადისოდ ლტოლვილ და უკუნქცეულ არიან დღენდელად დღედმდე.

არამედ, აჰა ესე-რა, მოწევნულ იყო საშინელება და რისხვა საშინელებით აღძრული, მსგავსი ცოდვათა ჩუენთა, და ჟამსა პაპის ძმისა ჩუენისა, მეფეთ მეფე გიორგისსა და მეფობასა და პატრონობასა შინა მისსა, მოსრულ იყო უსჯულოებით აღძრული და ყოვლისა ქუეყანისა მაოხრებელი და ყოვლისა სჯულისა მტერი, აგარის მონათესავე და წინააღმდგომი ყოველთა ჯუარისმოსავთა, უსჯულო თემურ მრავლითა და აურაცხელითა ულუსითა და ამოეწყუიდა საქართველო და მრავალნი სულნი პირითა მახვილისათა მოესრნეს; და ახალი იერუსალემი და ქრისტეანეთა სჯულისა საძირკუელი და განმანათლებელი ქრისტეანეთა დედაქალაქი საყდარი მცხეთა დაექცია...

ხოლო ვინათგან არა დაუტეობს უფალი კუერთხსა ცოდვილთადა ნაწილსა ზედა მართალთასა, კუალად მშვიდობა-ყო საქართველოსა ზედა და შემდგომად ამისსა ღირს-ყო ღმერთმან მამა ჩუენი პატივსა მეფობისასა მოღებად. და ეგულვა და ეგულსმოდგინა კუალად აღშენებად ყოვლად წმიდისა და პატიოსნის ტაძრისა, ყოვლად სანეტაროსა დედაქალაქისა მცხეთისა საყდრისა და ენება მოწყალებასა ღმრთისასა და ყოვლითურთ სრულ- ექმნა და რომენიცა საყდარისა მამულნი ჟამთა შლილობისგან შესცვალებოდეს და საყდარსა აღარა ჰქონდეს, ყოველნივე შეწირეს და სიგლებითა დაუმტკიცნეს.

ხოლო შემდგომად მათსა, ვინათგან ინება მოწყალებამან ღმრთისამან და ორისავე ტახტისა ხელმწიფედ მპყრობელ ვიქმნენით... და ვითა სამართლად გუმართებდა პატრონისა მამისა ჩუენისგან განჩენილისა დამტკიცება, ეგრეთ ჯერ-ვიჩინეთ, გამოწულილვით ვიძიეთ და გულისმოდგინებით ახლად გუჯრითა ამით ჩუენცა დავამტკიცეთ. და ვათარხნეთ და ვათავისუფლეთ, რაცა და რასთანაცა ტაძარსა თქუენისასა, საყდრისა დედაქალაქისა მცხეთისა შავქედს ჩამოღმართ იორის პირს მუხაანი არს და მცხეთის გორა, ამას შიგნით ასწორივ, მაღლა მთა, საფსიტე ციხე და ციხეს აქეთ, ციხეს გარდმოვლით, სერს წავლით, ტაზრების მთამდი შემოსაზღურებით, კეხთ ფადლაშენი და მათნი მთანი და ბარნი, სოფელნი და აგარაკნი, შენნი და უშენნი. კაწარეთს აქეთ, ღელე-ჩასწორ, გაღმა - სამგორი, თამარ მეფის აღებულს რუს აქათ, ჩავლით ნაგებს მზღურამდი, ჩავლით სერ-სერნი, აქეთი პირჩავლით; საჯერნე ტბა, შურთხაანთ კლდე, ჩავლით ლურჯი კლდე, მაჰმადის გორა დიდგორას აქათ, იორისკენ, - ესენი და ამას შიგნითნი სვეტიცხოველის სამანნი. ერწოს სოფელი ნოდოკრა და გორანა, ჩეკური მისითა მიმდგომითა პიტლოვნითა, საგლეხო ერთი; ილს სოფელი წობენა მისითა მზღვრითა; ღაჭიასძე მისითა მამულითა; ძაგნაკორნათავე ერთი გლეხი შერგილასშვილი, გიჯიყრელი მისითა მამულითა; მონასტერი ანეში მისითა შესავლითა; სოფელი ბაგა მისითა მამულითა; ახატანს ექუსი გლეხი; ბიწმენები სოფლები მისითა მზღვრითა; ტოხასძენი მათითა მამულითა; ზედაძნელაშვილი მისითა მამულითა; ჯაჭუი მისითა მზღვრითა; ფოსუი მისითა მზღვრითა; ჯუარი მისითა შესავლითა, ოროტითა და კუტალითა; ავჭალა მისითა მზღვრითა; კუნენელნი ამა წესითა რომე, რაცა გამოსავალი და გამოსაღები გამოვიდოდეს წელიწადსა შიგა, მისი ნახევარი უკლებლად მცხეთასა მიხუდებოდეს და მიიღებოდეს.

აგრეთვე მისაქციელური ეკუდერსა, წეროვანი და გოროვანი მისითა მზღვრითა; წყალშატროვანი ნასოფლარი მისითა მზღვრითა; მუხრანი, რაცა ძუელითგან გაჩენილი არის, მისითა წყლითა; ტურათა ნასოფლარი და აგარა მისითა მზღვრითა; ციხე ბრდავი მისითა მზღვრითა; ნოზა მზღვრითა; ტაირისშვილნი მათითა მამულითა; ქარცისძე მისითა მამულითა; ნიგოზანი მისითა მზღვრითა; ქვეში მისითა მზღვრითა; ჭინჭველისძე მისითა მამულითა; ჭარებელისძე მისითა მამულითა; კულბითს სამი საგლეხო: გაგელისშვილისა, ლიპარტისშვილი და მიქლუტაური; სათიხარი ნასოფლარი მისითა მზღვრითა; ზაკუი მისითა მზღვრითა; ვირშა მისითა შესავლითა; გორს - ფუშრუკასძე და დიაკონისძენი და ვენახი ქოჩიბეგაური, გულიაური და აყუშური; რუისს - მრუელაშვილი მისითა მამულითა თავბერისძისა სანაცლოდ; ნუას - სამხარასძე და ცეცხლასძე, ტანძიელნი მათითა მამულითა; იმერხევს - მაჯანისძე და ციხე ქორაზნას - ვენახნი; ხუედურეთს, რაცა ძუელითგან მცხეთისა ყოფილა და არის; სარკე მისითა შესავლითა; ატენს - წინუბნელი; კეზუს - ზიკური მამული; ნიაბ-მეტეხნი და ჩოჩეთი ნასოფლარი; გომნი მზღვრითა; კავთისხევს - გაგელისშვილი მისითა მამულითა ივანასძეურითა და სასხორს - ჟირიულითა; ძეგუი მისითა მზღვრითა; ციხედიდი მისითა მზღვრითა; არმაზის ციხე მისითა მონასტრითა და ბაჟითა; მთას ნასოფლარი სათალგმისი, კარსანი, მუხათგუერდი და ნაქულბაგევნი, უპიტი და თელოვანი მამულითა და მზღვრითა; კოდმანი მისითა მზღვრითა; დიღუამს - სამნი გლეხნი მათითა მამულითა; ქალაქს - კარნი და ჯანდულა, ფულჩისტა, ქურციკა მექუაბე და ლუკა, მეტეხის ჭალა და მამული მეზეთედ; სომხითს - ყორანთა მისითა მზღვრითა; ახოტა, დლანი, მძლითი, სხვენი, შეხვეტილა მათითა მზღვრითა.

ესე სულკურთხეულსა მამასა ჩუენსა, მეფეთა მეფესა ალექსანდრეს შეეწირნეს თარხნად, თავისუფლად და შეუვალად დაემტკიცნეს.

აწ, ჩუენ ახლად გუჯრითა ამით ვათარხნეთ და ვათავისუფლეთ ყოვლისა სათხოვარისა და გამოსაღებისაგან. არა ეთხოებოდეს და არა ეწერებოდეს არასოდეს და არას ჟამსა შიგა არა...

და აჰა, თქუენ, წმიდაო მღუდელმთავართ მთავარო, პატიოსანო და მიმსგავსებულო და თანა-მერაბამეო წმიდათა მღუდელთმოძღუართა ბასილი და გრიგოლისაო, ქართლისა კათალიკოზო დავით, რაგუარცა ჩუენგან ასრე დამტკიცებულსა და განთავისუფლებულსა მართებს, ეგრეთ მვედრებელ იქმენ ღმრთისა მიმართ მოსატევებლად ცოდვათა ჩუენთა...

დაიწერა გუჯარი ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა , ქრონიკონს რლე, დეკემბერსა კე, ხელითა ელიოზისძისა ელიოზისითა.

(ხვეულად):

ქ. მეფეთ მეფე გიორგი ვამტკიცებ ნებითა ღმრთისათა.

(II კეფის verso): სიგელი ძაგნაკორნული და ნოდოკრისა და ერწოსი და ანეშური.

პუბლიკაცია[edit]