Jump to content

1448-05016

From Wikisource
საბუთი 1448-5016

საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი საბუთისა 1447 წ. XII.25. - შეუვალობის სიგელი გიორგი მეფისა სვეტიცხოვლისადმი

კარგად დამუშავებული თხელი, ბაცი ფერის ეტრატი;
მელანი - მუქი ყავისფერი, ხელი კალიგრაფიული მხედრული;
ზომა:280,5x30/35 სმ; 7 კეფი: I - 43x30; II - 43,5x33; III - 42x32; IV - 46,3x32; V - 46x32,5; VI - 46x35; VII - 14x34,5. კეფები გადაკერებულია თეთრი აბრეშუმის ძაფით;
განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ;
საბუთი შესრულებულია პალიმფსესტზე, ქვედა ფენაზე ჩანს ორ სვეტად ნაწერი სომხური ტექსტი.
დაზიანება: საბუთი თავნაკლულია, მოხეული აქვს ზედა მარცხენა კუთხე, რომელშიც მოყოლილია 1-4 სტრიქონებზე ორნამენტული ასოებით შესრულებული დასაწყისი ფორმულის კიდური სიტყვები. მარცხენა აშია უსწორმასწოროდაა ჩამოხეული მთელ სიგრძეზე. მეორე კეფის ქვედა რამდენიმე სტრიქონი დაფარულია მოშავო ლაქებით, ხოლო მესამე კეფზე ალაგ-ალაგ შეიმჩნევა ბაცი ყავისფერი ლაქები. საბუთის კიდეები გამაგრებულია სარესტავრაციო ქაღალდით; სულ ბოლო, მეშვიდე კეფი ფერით და ხარისხით განსხვავდება წინა კეფებისაგან. მასზე მხოლოდ მეფის ხელრთვაა მოთავსებული.