Jump to content

1425 წ. - წყალობის სიგელი ალექსანდრე მეფისა ავთანდილ ზერდგინისძისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: დაკარგულია, თუმცა მოუღწევია XIX საუკუნემდე და მისგან იქნა გადაღებული პირები.

პირები:

  1. პირი, რომელსაც ჰქონდა "სოვეტნიკი თავადი ორბელიანის" დამოწმება (დაკარგულია).
  2. 1449-1230 - პირი გადაწერილია ორბელიანის დამოწმებული პირიდან 1869 წ. და აქვს ოფიციალური რუსული დამოწმება;
  3. Hd-4254 - პირი გადაწერილია ორბელიანის დამოწმებული პირიდან 1869 წ. და აქვს ოფიციალური რუსული დამოწმება;
  4. Ad-1524 - პირი ოფიციალური რუსული დამოწმების გარეშე

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: 1926 - საქართველოს სიძველენი - ტომი III (დამატება) - N 3

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 38


ქ. ჩუენ, მეფეთ-მეფისა ალექსანდრესაგან დავითიან-ბაგრატიონინისა, და თანა-მეცხედრისა ჩუენისა დედოფლისა თამარისგან, და ძეთა ჩუენთა ქათალიკოზისა დავითისაგან, ვახტანგ, დიმიტრი და გიორგისაგან, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შანშე [და] შარვანშე და ყოვლისა საქართველოსა და ჩრდილოეთისა და ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა, აღმოსავლეთით დასავლეთამდის თუით ფლობით მტკიცედ მპყრობელისა."

მოვიდეს წინაშე ჩვენსა ჩვენნი დიდად ერთგულნი და თავდადებით ნამსახურნი ზერდგინისძენი, გორის მოურავი და ეზოს ჩუხჩარეხი ავთანდილ, ზედგინ და თაყა, გუეაჯნეს, რათამცა სიგლითა ამით შეგუეწყალნეს.

და შევისმინეთ აჯა მათი და მიუბოძეთ ქარუმისძე ქავთარ და მისი შვილი და მომავალნი სახლისა მათისანი, მათითა მამულითა, საჯდომითა სახლითა, ყანითა, ვენახითა, წყალითა, წისქვილითა, ჭალითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა და ბარითა, სახმარითა და უხმარითა, მისითა სამართლიანითა ერთობ ყოვლითა, სამკვიდროდ, სამამულოდ და უცილებელად ყოვლისა დაბადებულისაგან.

მოგვიცემია ქარუმისძე ქავთარ და მისნი შვილნი თქუენ, ზერდგინისძისათვის ავთანდილისათვის, ზერდგინისათვის და თაყასათვის. ვერავინ დაგეცილოს ქარუმიძესა ქავთარს, მისთა შვილთა და მომავალთა და, რასაც დღეს მქონებელი არის, ვერას ჟამსა შემოსრულობისათვის, ვერასა ჟამსა შიგან ვერა, და თუ ვის რა ამა ჩვენგან ბოძებულისა წიგნი და ან ნიშანი აქუს, ყველა ამა სიგლითა გაგვიცუდებია. მტკიცე ესე ოდენ არის.

ხელმოხსნით და ყოვლისა დაბადებულისაგან უსარჩლელად მოგვიხსენებიან თქუენ, ზერდგინიძეთა ავთანდილისათვის, ზერდგინისათუის და თაყასათვის, ქარუმისძე ქავთარ და მისნი შვილნი მათითა მამულითა და საქონებლითა ყოვლითა. და არავინ გუიბრძანებია მშლელი და მაქცეველი მტკიცედ ბოძებულისა ამის ჩუენისა არცა მეუნებლე, მავნე და დამაკლებელი...

დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისა იგ, ხელითა კარისა მწიგნობრისა ჩუენისა კლიმი კაკლაჩასძისათა, რაც მისის ძმისა ჭხუტელასაგან მამული გამოჰყვეს, მითა მამულითა მოგვიცემია მკვიდრად და სამამულოდ.

დამტკიცებები:

საბუთის პუბლიკაციები

[edit]

1897 წელს თედო ჟორდანიამ - ქრონიკებში - წ. II სიგელი გამოაქვეყნა რუსეთის მთავრობისგან დამოწმებულ ღერბიან ქაღალდზე გადაწერილი პირის მიხედვით. სიგელი დათარიღებულია 1426 წლით.


1926 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოაქვეყნა სიგელი პოლ. კარბელაშვილის მიერ გადაწერილი პირის მიხედვით, რომელიც ემთხვეოდა თედო ჟორდანიას მიერ გამოქვეყნებულ სიგელს. სიგელი დათარიღებულია 1426 წლით.


1965 წ. ი. დოლიძემ გამოაქვეყნა სიგელი ხელნაწერთა ინსტიტუტიში დაცული Ad-1524 და Hd-4254 პირების მიხედვით. სიგელი დათარიღებულია 1425 წლით.


თარიღი - 1425 წ., საბუთი ქვეყნდება პირის პირის მიხედვით 1449-1230 და Hd-4254. გათვალისწინებულია პირი Ad-1524.