ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა ორისავე სამეფოსა მტკიცედ და შეურყეველად მპყრობელმან, აფხაზთა და ქართველთა, დავითიან-ბაგრატონიანმან, მეფეთ-მეფემან ალექსანდრე და თანამეცხედრემან ჩემმა, დედოფალთა დედოფალმან თამარ და ძეთა ჩუენთა, სათნომან ღმრთისამან და ჩუენ მიერ ყოვლითურთ სასურველ-საწადელმან მონაზონმან დავით, ვახტანგ, დიმიტრი და გიორგი და ძმათა ჩუენთა ბაგრატ და გიორგი...
ვიძიეთ და ვცანით, რომე პირის მწდე ტოხასძე ძუელითგან მკუიდრი მცხეთისშვილი იყო და მისითა მამულითა საყდრისა დედაქალაქისა მცხეთისა იყო და ჟამთა უკანასკნელობისა და შლილობა-ქცევისაგან შესცულოდა და აღარა ჰქონდა... აწ, ამა სიგლითა ახლად შემოგწირეთ და მოგახსენეთ და დაგიმტკიცეთ თქუენ, ახალსა იერუსალემსა, კათოლიკე საყდარსა, სუეტსა ღმრთივ-აღმართებულსა... მათივე მკუიდრი მცხეთისშვილი პირის მწდე ტოხასძე ლიპარიტ მისითა მამულითა, სრულად და უკლებად: მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა, ვენახითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, შესავლითა და გამოსავლითა
აჰა, თქუენ, წმიდაო მღუდელმთავარო და შესავედრებელო სულისა ჩემისაო და ყოვლად პატიოსანო და თანამერაბამეო წმიდათა მღუდელთმოძღუართაო, ბასილი და გრიგოლისო, ქართლისა კათალიკოზო მიქაელ, ნუმცა დავიწყებულ ვიქმნები თქვენ მიერ მსხუერპლშემწირველობათა შინა...
ესე საქმე მის ჟამისა შედეგად ვიწყე, ოდეს მძლავრი იგი და დიდისა ულუსისა პატრონი, აგარის მონათესავე თემური წამოემართა აღმოსავალით კერძო ქუეყანით სამარყანით და მრავალნი თემნი და ქუეყანანი ოხერყუნა და საყდარნი და მონასტერნი და ეკლესიანი დააქცივნა და საყდარი დედაქალაქი მცხეთა დააქცია არა თუ ჩუენისა პატრონობისა და მეფობისა ჟამსა, უწინარეს ჩუენსა, სხუათა მეფეთა ჟამთა შიგან.
და მე, მეფეთა მეფემან ალექსანდრე, ოცდაორისა წლისამან სურვილით და წადიერად ხელ-ვყავ შენებად საყდრისა მცხეთისა და შენ, ყოველთა არსთა შემოქმედო და დამბადებელო ღმერთო, სრულ და მტკიცე-ყავ საწადელი ესე ჩემი.
და ამავე ჟამსა დაიდგინა პატრიაქად სასო და შესავედრებელი სულისა ჩემისა ქათალიკოზი მიქაელ, რომელმან მრავალი იღუაწა და ვიდრე სრულებადმდე საყდრისა ამის იღუწის შენებისათუის და სრულქმნისა. და ამასვე ქართლისა ქათალიკოზსა მიქაელს შევვედრეთ ჩუენ მიერ სასურველ-საწადელი ძე ჩუენი, მონაზონი დავით. და, უკეთუ ინებოს მოწყალებამან ღმრთისამან, მშუიდობით და უვნებლად ეგოს და განუგრძდენ დღენი ღმრთისმსახურებასა შინა, მის მიერვე ხელდასხმულ იქმნას.
დაიწერა სიგელი ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა მეშუიდესა, ქრონიკონსა რჱ, სეკდენბერსა ი, ხელითა ფრიად ცოდვილისა და ყოველთა კაცთა უნარჩევესისა დემეტრე მარკოზისშვილისათა.
ასრე და ამა პირითა შემოგუიწირავს, ციხეს დგომასა და ლაშქარ-ნადირობასა ნუ დაგუაკლებენ
ხელრთვა:
მეფედ-მეფე ალექსანდრე ვამტკიცებ
საბუთის პუბლიკაციები
[edit]- 1897 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. II - გვ.225
- 1913 - სარგის კაკაბაძე - ისტორიული საბუთები - წიგნი III - გვ. 10
- 1900 - ა. ნატროევი - Мцхет и его собор Свэти-Цховели - გვ.199-200
- 1967 - საურმაგ კაკაბაძე - Грузинские документы Института народов Азии - N 5,6,7
- 2013 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი II - N 42