1492 წ. - შეწირულების დამტიცების სიგელი კონსტანტინე მეფისა აბრაჰამ კათალიკოსისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. სახელითა ღმრთისათა, მეფეთა მეფისა კოსტანტინესგან და თანამეცხედრისა ჩუენისა დედოფალთა დედოფლისა თამარისგან და ძეთა ჩუენთა: დავით, გიორგი და ბაგრატისგან, ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, აფხაზთა და ქართველთა, კახთა , რანთა და სომეხთა მეფისა, შანშა და შარვანშა და ყოვლისა საქართველოსა და ჩრდილოეთისა, აღმოსავლით ვიდრე დასავლადმდე თუით-ხელმწიფედ ფლობით მპყრობელ-მქონებელმან.

ესე უკუნისამდე გასათავებელი და, რასა გინდამე ჟამთა ქცევა-გამოცვალებათა შინა მტკიცე და უცვალებელი წიგნი და სიგელი მოგეცით და მოგახსენეთ თქუენ, წმიდასა მეუფესა, ქრისტეს მიერ ქართლისა კათალიკოზსა აბრაჰამს.

მას ჟამსა, ოდეს გარწმუნა ღმერთმან და ყოვლად წმიდამან მეტეხთა ღმრთისმშობელმან და შეწევნითა მისითა და ჩუენითა კითხვითა ტაძრისა მისისა პატივად და შეწირვად ხელჰყავით.

პირველად წისქუილი აღაშენეთ დიდითა მოჭირვებითა და საზეთედ ეკლესიასა და ხატსა შესწირეთ, და მერმე ვენახი იყიდეთ იქივე მეტეხთა და იგიცა მასვე მონასტერსა და ხატსა შესწირეთ და მოახსენეთ. ჩუენ დავხედენით და ვცანით, რომელ ჩუენსა სამკუიდრებელსა კათოლიკე საყდარსა პატივად შეემატებოდა და ჩუენისა მეფობისა წარსამართებელი და სამლოცველო იყო. ამისთუის ჩუენცა ვიგულისმოდგინეთ და შევსწირეთ და დავუმტკიცეთ წმიდასა მონასტერსა მეტეხთასა და მას შინა დამკუიდრებულსა მეტეხთა ღმრთისმშობელსა რაცა თქუენ, წმიდასა მეუფესა კათალიკოზსა აბრაჰამს თქუენი ნაღუაწი და ნასყიდი შეგეწირა - წისქუილი ორი საზეთედ მისითა გამოსავლითა, და იქივე, მეტეხთა ვენახი ერთი, რომელი თომიაშვილისაგან გეყიდა - და რაგუარცა თქუენ შეგიწირავს და გაგიჩენია, მით წესითა...

დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა მეათხუთმეტესა, ქორონიკონსა რპ, ხელითა არმაზის ივანიასძისა მცხეთის ქადაგის მახარებლისათა.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი რპ, ანუ 1492 წელი.

პუბლიკაცია[edit]