1488 წ. - შეუვალობის განახლების სიგელი კონსტანტინე მეფისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search


1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg
1730. თელეთელ გიორგი არუთინაშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: 1913 - სარგის კაკაბაძე - სიგელი ქართლის მეფე კოსტანტინესი 1488 წლ.


... წარმამართებელო მეფობისა ჩუენისაო, დიდებაო და სიმტკიცეო სკიპტრა-პორფირისა და გუირგუინისა ჩუენისაო, მეტეხთა და ხახულისა ღმრთისმშობელო!

მეოხებითა და შუამდგომელობითა თქუენითა მევედრებელმან ძისა თქუენისამან და მონდობილმან ცვა-ფარვათა თქუენთამან და განმაერთიანებელმან ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისამან - ორისავე სამეფოსა მტკიცედ და შეურყეველად მპყრობელმან, აფხაზთა და ქართუელთა მეფეთა მეფემან კოსტანტინე, და პირმშომან ძემან ჩუენმან პატრონმან მეფემან დავით, გიორგი და ბაგრატ, რაოდენი ქება და მადლობა შევსწირო თქუენდა მომართ, ვითარი ქუელის საქმე ვქმნე წინაშე ძისა თქუენისა ჩუენდა მომართ ესრეთ წყალობა-აურაცხელისა, ვითარცა ესე-რა ბრწყინვენ ოთხნივე კედარნი მეფობისა ჩვენისანი.

და შეწევნითა და წინამძღურობითა ძელისა ცხოვრებისათა, აგარის ნათესავნი, მტერნი და წინააღმდგომნი ჩუენნი სამარადისოდ ლტოლვილ და უკუნქცეულ არიან, და, რადცა უკუილაგმა გონება ჩუენი სამსახურებელად სუეტისა ღვთივ-აღმართებულისა, კუართისა სამეუფოსა და მირონისა ღმერთ-მყოფელისა.

და ვითა სამართლად გუმართებდა პატრონთა პაპათა და მამათა ჩუენთაგან გაჩენილისა დამტკიცება, ეგრეთ ჯერ-ვიჩინეთ და გულსმოდგინებით ახლად გუჯრითა ამით ჩუენცა დავამტკიცეთ, ვათარხნეთ და ვათავისუფლეთ, რაცა და რასთანაცა ტაძრისა თქუენისა საყდრისა დედაქალაქისა მცხეთისა შესავალნი მამულნი არიან.

არა ეთხოებოდეს და არა ეწერებოდეს არაოდეს არა დიდი სათათრო ულუფა, არა წურილი საწერი მუდამი ულუფა, არა მეჯინიბეთა, არა ბაზიერთა, არა ახოსალართა, არა მეძაღლეთა, არა ულაყი ეთხოებოდეს, არა საკლავისა შემნახავნი, არა სამზარეულოსა შეშისა მზიდავნი და არა წყლისა მზიდავნი, - რაცა კაცისაგან მოიგონების და ანუ მწიგნობრისაგან მოიგონების, - არასთანა არა ეთხოებოდეს, არაფერი არა.

და არავის რა საქმე უც მცხეთისა შესავალსა თანა, არა კარისა ჩუენისა წარვლენითა მოსაქმეთა მოასილთა და არა სხუისა ადგილისა მოურავთა. არა ეთხოებოდეს არა პური, არა ღუინო, არა ზროხა-საკლავი, არა სამუშაო, არასთანა არა. ესე ძველთა პაპათა და მამათა ჩუენთაგან განჩენილი დაუმტკიცეთ სუეტსა ღმრთივ-აღმართებულსა, კუართსა საუფლოსა და მირონსა ღმერთ-მყოფელსა.

ამას გარეთ, ჩუენთა ცოდვათა სიმრავლისა და სოფლისა ვითარებისაგან ცოდვისა საქმესა შეესწრა ჩუენი შვილი დავით და უხუედრი ბარათაშვილისა ასული შეირთო. თქუენ, პატრონი კათალიკოზი ევაგრი და თქუენი ეფისკოპოზნი რჯულისა წესითა გამოგუენახენით. ჩუენ, როგორაც გუმართებდა, კარზედა მოუდეგით მცხეთისა საყდარსა და შემოვეხუეწენით და დავიურვეთ ამა წესითა: ოთხი ხატი მოვჭედეთ და ოთხი კანდელი დავკიდეთ მისითა მეზეთითა[1]; ქალაქს - შაქარაშვილი, არდაშერაშვილი ჯუანშერა, ბასილაშვილი შიო, დოდიაშვილი ავთანდილა. ასრე რომე, თუ რამე საყდრისა ანუ ქათალიკოზისა სავაჭროსა აიღებოდეს, მისი ბაჟი არა ეთხოებოდეს. ეზრაშვილისა მამული თელოანი, სხალდიდითაური მისითა შესავლითა და გამოსავლითა, მთითა და ბარითა, ტყითა, სათიბითა, ველითა, ვენახითა, ჭალითა, მთითა და ყოვლითა მისითა სამართლიანითა სამძღურითა, საძებრითა და უძებრითურთ.

და მცხეთისა სახლსა მალი არაოდეს ეთხოებოდეს და არცა გამოვაღებინოთ. და ცხურისა საბალახისა ასრე რომე: თუ მთას გავიდეს, ანუ ბარს, საჩუენო შიგან გამოიღოს, არა და სამცხეთო მამულშიგან არაოდეს საბალახე არა ეთხოებოდეს.

ესე უცილებელად ყოვლისა კაცისაგან მოგახსენეთ თქუენ, დიდსა და ცათა მობაძავსა მცხეთისა საყდარსა, ნუგეშინის საცემლად ცოდვილისა სულისა ჩუენისა და წარსამართებელად მეფობისა ჩუენისად და განმრავლობისათუის დღეთა ჩუენთა და ძეთა ჩუენთა.

და აჰა, თქუენ, წმიდაო მღრდელთა მთავართ მთავარო, ქართლისა პატრიარქო კათალიკოზო ევაგრი, როგორაც ჩუენგან დამტკიცებულსა მართებს, აგრე ვედრებულ იქმენ წინაშე ღმრთისა მოსატევებელად ცოდვათა ჩუენთა და ნუმცა დავიწყებულ ვიქმნებით ლოცვათა შინა თქუენთა.

აწ ესე ჩუენგან გაჩენილი თარხნობა და მალი, საბალახე, ეზრაშვილისა მამული და ქალაქს ახლად ჩუენგან შემოწირული მეზეთენი, შაქარაშვილი და სოფელნი და ეზატ-გუდალეთნი მათით მთითა და ბარითა, ასრე რომე, თუ სამცხეთო ან საქათალიკოზო სავაჭრო ქონდეს, სადა გინდა საჩუენოშიგა იაროს, მისი ბაჟი არა ეთხოებოდეს...

დაიწერა მტკიცე ესე გუჯარი მეფობისა ჩუენისა მეათესა, ქრონიკონსა როვ, ხელითა ფრიად ცოდვილისა, ყოვლისა ადამიანის უნარჩევესისა, კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობრისა ფახრიშვილისა ანდრონიკესათა.



  1. კორპუსში ეს წინადადება ასეა გამოცემული: "ოთხი კანდელი დაგვიდეთ მისითა მიზეზითა".

საბუთის დათარიღება[edit]

კონსტანტინე მეფის ზეობის მეათე ინდიქტიონი, ქორონიკონი რპვ (176), ანუ 1488 წელი.

პუბლიკაცია[edit]