1468 წ. III.22. - სიგელი გიორგი მეფისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 50


ქ. ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსნისა მეფეთა მეფისა გიორგისგან და საყუარელისა ძისა ჩუენისა ალექსანდრესგან, იესიან-დავითიან-სოლომონიანობით აღმკულმან, ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შაჰანშა და შარვანშაჰ და ყოვლისა ჩრდილოეთისა, აღმოსავლეთით ვიდრე დასავლეთამდის თუით ხელმწიფედ მტკიცედ მფლობელ-მპყრობელმან ესე სიმტკიცისა წიგნი და სიგელი ამისად ნიშნად გიბოძეთ და მოგეცით თქუენ, ერთობილთა დიდისა და ცათა მობაძავისა მცხეთისა სოფელთა, გლეხთა და ყოველთავე, რომელნი თქუენითა მამულითურთ მუნ შეწირულ ხართ. ვიგულვე და ვიგულისნოდგინე, რათამცა ჩუენისა საყუარლისა ძისა ალექსანდრესთუის სადღეგრძელოდ და ყოველთა ჭირთა განრინებისათვის თქუენთვის მალი ამოგუეკუეთა და გაგუეშვა...

აწ, გულისხმა-ვყავთ, რამეთუ უმჯობეს იყო ჩემდა, საყდარსა შინა მცხეთისასა თქუენ, ყოველნივე სუეტისა ცხოველისა გლეხნი და ერნი ავედრებდესთ დღეთა განგრძობისათუის საყუარელსა ძესა ჩუენსა ალექსანდრეს, ვიდრეღა სათათრო მალისა აღებად. აწ, ნებითა ღმრთისათა, ამოგიკუეთეთ სრულიად სათათრო მალი, ასრე და ამა პირსა ზედა, რომე არ ჩუენგან და არ ძისა ჩუენისა ალექსანდრესგან არაოდეს და არას ჟამისა გამოცვალებისათუის აღარაოდეს გეთხოებოდეს სათათრო მალი. და შემდგომად ჩუენსა ვერცა სხუათა მომავალთა მეფეთა და დედოფალთა გთხოონ.

და ესე ბრძანება და სიგელი ასრე გაგითავდეს და ვეღარავინ შეგიცვალონ და აღარაოდეს გეთხოებოდეს სათათრო მალი, ბრძანება ნიშნად გუიბოძებია.

დაიწერა მტკიცე სიგელი ესე ქრონიკონსა რნვ, მარტსა კბ, ხელითა წირქუალელ გლონისთავაძისა რატისითა.

აწ, ვინცა ესე შეგიცვალოს, ჰრისხავსმცა მამა, ძე და სული წმიდა და ნურათამცა სინანულითა იხსნების სული მისი ჯოჯოხეთისგან. დამამტკიცებელნი ღმერთმან აკურთხნეს.


მე, მეფეთა მეფესა გიორგის დამიმტკიცებია, ნებითა ღმრთისათა.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი რნვ ანუ 1468 წელი.

პუბლიკაცია[edit]