1441 წ. - სიგელი ალექსანდრე მეფისა მაკუჭასძეებისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: 1448-1976, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 189.

პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 266 (დაკარგულია).
  2. 1449-1521
  3. H-06/24

საბუთის შინაარსი[edit]

ქ. ჩუენ, მეფეთა-მეფემან ალექსანდრე და თანამეცხედრემან ჩუენთა, პატრონმან დედოფალთა-დედოფალმან თამარ, და შუილთა ჩუენთა, ვახტანგ, დიმიტრი და გიორგი ესე წიგნი გიბოძეთ თქუენ მაკუჭასძეთა ივანეს, ფრიდონს და თათარასა, შვილთა და მომავალთა თქუენთა.

მოსაქციელი ეკუდერსა შევსწირეთ და მწირველნი მეეკუდრენი გავიჩინეთ და თქუენ მაკუჭასძეთა, აქათი მოსაქციელს რაცა გლეხთა და ანუ ზურისაგან გამოვა, მათთუის სააღაპედ და კანდლისა სანთებლად გაუჩინე.

და თქუენ, თქუენითა მამულითა ასრე და ამა წესითა შეგწირენ, რომე მცხეთისშვილად დაგსხენ და, როგორაცა სხვანი მცხეთისშვილნი არიან, იმა წესითა მცხეთისშვილად იყვენით. კათალიკოზსა მსახურებდით და ამას წინათაცა თარხანნი და ყოველისა სათხოვრისა და გამოსაღებლისაგან შეუვალნი ყოფილხართ და აწცა, თარხანნი და შეუვალნი იყვენით, თუინიერ ამისსა, რომე ყოველთა წელიწადთა ერთსა ცალსა პურსა და ერთსა ცალსა ღუინოსა და ოთხსა ზურგიელსა მცხეთას მიიღებდით და მითა ჩუენთა ოთხთა ჩუენთა მეეკუდრეთა აწირვებდით და მეეკუდრეთა და გლახაკთა პურსა აჭმევდით. მას აქათ, ვერცა მეეკუდრეთა და ვერამან დაბადებულმან კაცმან თქუენს გუერდის საქმე ვერავინ დაიგდოს. მისაქციელისა მოურავი შენ ივანე ხარ და, ვითარ მოურავისა წესი არის, ეგრეთ ეკუდერსა და მეეკუდერთა ამსახურენ. მას გარეთ მეეკუდრეთა შენს გუერდსა საქმე ვერავინრა დაიგდოს.

თქუენ, მაკუჭასძენი ივანე, ფრიდონ და თათარა, თქუენითა მკუიდრითა მამულითა, და ნასყიდითა მამულითა, და ჩუენგან ბოძებული ერწოულითა მამულითა და სოფლითა შემიწირვიხართ ასრე და ამა წესითა, რომე მცხეთისშვილად დამისხმიხართ. კათალიკოზსა მცხეთისშვილობის წესითა მსახურებდით და ყოველ წელიწადთა ერთსა ცალსა პურსა და ერთსა ცალსა ღუინოსა და ოთხსა ზურგიელსა მცხეთას მიიღებდით და მითა მეეკუდრეთა ჩუენთა ოთხთა მწირველთა აწირვებდით წარსამართებლად მეფობისა ჩუენისათუის და შესანდობლად სულისა ჩუენისათუის. და მას აქათ მცხეთისშვილობისა წესითა კათალიკოზსა მსახურებდით და სხუასა მეეკუდრესა და არას დაბადებულსა კაცსა თქუენსა გუერდის საქმე ვერავინრა დაიგდოს...

დაიწერა სიგელი და ბრძანება ესე ქორონიკონსა რკთ, ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა კთ, ხელითა მესტუმრისა და კარის მწიგნობრისა ჩუენისა კლიმი კაკლაჩასძისათა

თქუენ, მაკუჭასძეთა და მოსაქციელურსა გლეხთა, არასთანა სათხოარი არ გეთხოებოდეს. ერწოს კუერნაძისეულსა და ახალი სოფელი აშენე. ყუარელნი და მაღაროელნი დაასახლენ. კალოს კაბინი არცა ამას წინათ სთხოვია და არცა ამას უკანით ეთხოებოდეს. სისხლი და საუპატიო მცხეთისშვილობის წესითა გაგიჩნდეს...

დამტკიცებები:

  • ალექსანდრე.
  • ქართლის კათალიკოზი შიო.
  • ჯვარისმტვირთველი მახარებელი.
  • გობირახისძენი მიწობელ და ბარათა.

საბუთის პუბლიკაციები[edit]

1897 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. II - გვ.250[edit]

1900 - ა. ნატროევი - Мцхет и его собор Свэти-Цховели - გვ.337-338[edit]

1913 - სარგის კაკაბაძე - ისტორიული საბუთები - წიგნი III - გვ.22[edit]

2013 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი II - N 78[edit]