1440 წ. - სიგელი ალექსანდრე მეფისა მალის ამოკვეთის შესახებ

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: სინოდის კანტორის Hd-1368

იგივე სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 328.


პირები:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 43


და ქრონიკონსა მეფედ დავჯე და საქართველო უსჯულოსა თემურისაგან მოსრვილი და უნუგეშინისცემოდ გასრული დამხუდა ესრეთ, რომელ უსჯულო --- საქართველოს, ქრონიკონს პჱ და ვიდრე ჩუენად მეფობისა დაჭირვამდე. ესრეთ --- ტფილისით ციხითა მეფე ბაგრატ და ანნა დედოფალი გამოასხნეს, დაატყუევეს და მრავალი სული მოესრა და თავად დედაქალაქი მცხეთა და რაოდენნი საქართველოსა საყდარი და ეკლესიანი და ციხენი იყუნეს, ყოველნივე საფუძველითგან დაექცივნეს და სრულიად საქართველო ტყუე ექმნა. და ჩუენისა მეფობისა დაჭირვადმდე მუდამი ტყუენვა და რბევა იყო საქართველოსა. და მოოხრდა და იავარ იქმნა და ყოვლადვე ძალი და ნუგეშინისცემა არსით ეპოებოდა. და თქუენმიერითა შეწევნითა, და წინამძღოლობითა ჯურისა პატიოსნისათა ვიწყე ბრძოლად უსჯულოთა და განვსხენ ზღვართაგან ჩუენთა და ქრისტეანენი ფრიადსა მშუიდობასა და მყუდროებასა მიეცნეს.

და ვითარ ჩუენგან სათანადო იყო, ეგრეთ ვინებე და ვიგულისმოდგინე ყოველთავე საქართველოსა ციხეთა და საყდართა აღშენებად. მას ჟამსა შემოსავალი ჩუენისა სახლისა არსით რა იყო და ამად საქართველოს კუამლსა ზედან ორმოცი თეთრი მალად განვაჩინე და ასოცდარვად ქრონიკონადმდე რაოდენნი საქართველოსა ციხენი, საყდარნი და მონასტერნი არიან, ყოველნივე სრულიად ახლად აღვაშენენ და შევამკვენ.

და აწ, ჩუენსავე ჟამსა შიგან ამოგუიკვეთია ესრეთ: დღისითგან წაღმა, რამანცა ჩუენთა მომავალთაგამან მეფეთა და ანუ დედოფალთა და ანუ სხუისა გუარისა კაცმან, ადამის ნათესავმან საქართველოს მალი ითხოოს, მოკრიფოს და წაუღოს, ეწიენ ღმერთო, ულხინებელი რისხვა თქუენი და ჩუენთა ცოდვათა და ბრალთათუის იგი გაკითხულ ქმენ მას მეორედ მოსლვასა წინაშე თქუენსა. და კუალად გევედრები და გვედრებ თქუენ, ძეთა ჩუენთა: ვახტანგს, დიმიტრის და გიორგის და შემდგომთა მეფეთა და დედოფალთა, რომელ ჩუენი აღთქმული სრულყოთ და დღესითგან წაღმა მალის ღება არავინ ინებოთ.

და კუალადვე ამას გევედრები, რომელ საყდარნი ვითარ ახლად აგუიშენებიან და რაოდენნი ქუეყანანი და შესავალნი შეგუიწირვიან და მოგუიხსენებიან, იგინი უნაკლულოდ ჰქონდენ; და რაოდენნი ზეღი და ცუილი გაგუიჩენია და ჩუენისა სულისათუის მწირველი, ანუ სამამულოთა და ანუ სხვითა სახარჯოთა გაგუიჩენია და ჩუენად მწირველად დაგუიყენებიან, მათ მათი გაჩენილი ნუვისაგან მოაკლდების და ჩუენ ნურასა ჟამისა გამოცვალებისა და შემოსრულობისათუის ნუ მოგუეშლების და ყოველთავე სრულ-ქმენით, რათა ღმერთმან თქუენი ვედრება და გაგებულიცა სრულ-ყოს.

დაიწერა სიგელი ესე ქრონიკონსა რკჱ, ინდიკდიონსა მეფობისა ჩუენისასა კჱ, ხელითა ფრიად საწყალობელისა და ყოველთა ადამის ნაშვთა უცოდვილესისა მესტუმრისა და კარის მწიგნობრისა ჩუენისა კლიმი კაკლაჩასძისათა.

ვინცა შემდგომად ჩუენსა, ვინცა მეფენი და პატრონნი იყუნენ, მათთუის მალი არავინ აიღოს.

და თუ ულუსი მოვიდეს და თათართაგან ძალი დაემართოს, რაცა ციხეთა და საყდართა დაუქცეველობისა და თემთა და ქუეყანათა ამოუწყუედლობისა და დაუტყუებლობისათუის არ მოკრიფონ, მათთვის სხუად მოსახმარებლად მალი არავინ აიღოს.

[დამტკიცებები:]

  1. ქ. მე გიორგისა დამიმტკიცებია.
  2. ქ. კირილეისონ! ამა მეფეთა ბრძანებასა ჩუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ ქართლის კათალიკოზი შიო, კანონითა ვამტკიცებთ. ამისნი შემცვალებელნი იყვნენ კრულ, წყეულ და შეჩუენებულ; და დამამტკიცებელნი ღმერთმან აკურთხნეს და წმიდამან დედაქალაქმან მცხეთამან.
  3. ქ. კირილეისონ! ამა მეფეთა ბრძანებასა ჩუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ ამბა ალავერდელი აბრამ, კანონითა ვამტკიცებ. ამისნი შემცვალებელნი იყვნენ კრულ, წყეულ და შეჩუენებულ.
  4. ქ. ჩუენ, ამა მეფეთ-მეფისა ალექსანდრეს ბრძანება მოგუივიდა. ჩუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ წილკნელ მთავარებისკოპოსი იოანე კანონითა ვამტკიცებთ. ამისნი შემცვალებელნი იყვნენ კრულ, წყეულ და შეჩუენებულმცა არიან.
  5. ქ. ამისნი დამამტკიცებელნი ღმერთმან აკურთხენ. მტკიცე იყოს მეფობა მათი.
  6. ქ. მე, თბილელი იოვანე, კანონითა ვამტკიცებ. ამისნი გამთავებელნი ღმერთმან აკურთხნეს.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს უზის თარიღი: ქორონიკონი რკჱ (128) - 1440 წ., მეფობის კჱ (28) ინდიქტიონი.

საბუთის პუბლიკაციები[edit]