Jump to content

1595 წ. - შეწირულების წიგნი სვიმონ მეფისა თბილისის მეტეხთა ღმრთისმშობლის ეკლესიისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


სახელითა ღმრთისათა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისათა, ჩუენ, იესიან-დავითიან-სოლომონიან ბაგრატონიანმან, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, და ყოვლისა აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთისა, თქუენ ძლით მპყრობელმან მეფობისა და შარავანდედობისამან, მეფემან-მეფეთმან სუიმეონ, და თანამეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა-დედოფალმან ნესტანდარეჯან, და პირმშომან ძემან ჩეენმა პატრონმა გიორგი, რაოდენი ქება, დიდება და მადლობა შევსწიროთ შენდა, დედაო ქრისტეს ღმრთისა, მეტეხთა ღმრთისმშობელო...

...მოგიძღუანეთ მცირეცა ესე ძღუენი და შესაწირავი ტფილის ქალაქს, ალვაბარს - მეტეხთა ღმრთისმშობელსა იქივე ქალაქის პირსა სოფელი წავკისი მისითა სამართლიანითა მზღურითა, წყლითა, წისქუილითა, მთითა, ბარითა და ყოვლითა მისითა სამართლიანითა, უკლებლად. სოფელი წავკისი ციციანთა იყო. მათ სანაცლო მივეცით, ვითარცა მათ გული შეგუჯერდებოდა, ამისთვის, რომელ ტაძარსა თქუენსა ახლო იყო და უკეთ მოეხმაროდა...

ესრე სახედ შემოგწირეთ, ვითარმედ საჩუენო სათხოვარი და გამოსაღები არა ეთხოებოდეს-რა: არა მალი, არა ღაალა, არა კულუხი, არა საბალახე, არა ქურდის მეძიებელთაგან, არა სამღებროსაგან, არა საჯინიბო, არა მერემაეთგან. და ვინ გინდა-ვინ კარით ჩუენით წარვლენილნი მოსაქმენი და საქმის მოქმედნი იყუნენ, არავისგან არა ეთხუებოდეს-რა, თუინიერ ლაშქარ-ნადირობისაგან და სათათროსა საურისაგან კიდე.

და ვინცა-ვინ კარისა ჩუენისა წინამძღუარნი იყუნეთ, და მეტეხთა ღმრთისმშობლის მამული თქუენთ ხელთ იყოს, ხორციელს შაბათსა ჩუენთვის სასულიეროსა და კარგაღებულსა აღაპსა გარდაიხდიდენ. დაჰკლვიდენ ორსა ზროხასა, ორსა ცხვარსა, ათსა კოკასა ღუინოსა, ათის კოდის ნამცხუარსა პურსა, თევზსა და საურწყოსა, რაცა მოუნდებოდეს; ნახევარ ლიტრასა სანთელსა და ნახევარ ჩარექს საკმელსა. ამას უკლებლად დახარჯევდენ და არასა დააკლებდენ. და წინამძღუარი და მისნი კრებულნი ჩუენთვის სასულიეროდ ჟამსა სწირავდენ და სამსა მღრდელსა და ერთსა მთავარდიაკონსა სხუასა აწირვინებდენ.

ესევითარითა შემოწირულებითა წიგნითა და სიგელითა ამით გკადრეთ, მოგახსენეთ და დაგიმტკიცუეთ...

დაიწერა მტკიცე და ყუელად ყოვლითურთ და ყოველთაგან შეუცვალებელი ბრძანება, წიგნი და სიგელი შეწირულობისა, ქორონიკონსა სპგ, ხელითა კარისა ჩუენისა წინამძღურისა იოსებისითა. ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

საბუთის დათარიღება და პერსონალია

[edit]

საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი სპგ, ანუ 1595 წელი.

პუბლიკაცია

[edit]