1582 წ. 05.10. - თარხნობის წიგნი სვიმონ მეფისა დეკანოზ ნათანაელ ერემაძისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქართული ტექსტი

ქ. წყალობითა ღუთისათა, მამისა,ძისა და სულისა წმიდისათა; ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმან, მეფეთ-მეფემან პატრონმან სვიმონ, ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუენ, დიღმელს ერემაძეს, წმიდის გიორგის დეკანოზს ნათანელს და შვილსა შენსა ჟეშთელს.

მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და თარხნობისა წიგნისა წყალობასა გუიაჯენით. ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და გათარხნეთ და განთავისუფლეთ წიგნითა ამითა ასრე რომე, არა საჩუენო ბეგარა და გამოსაღები არა გეთხოებოდეს-რა: არა ბაშმალი, არა ღალა და არა კულუხი, ერთისა წმიდის გიორგის სამსახურისა და სათათროს საურის მეტი.

გქონდეს და გიბედნიაროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგან. და აროდეს არ მოგეშალოს მტკიცე წიგნი და ნიშანი ესე ჩუენგან ნაწყალობევი.

აწე, გიბრძანებთ დიღმის ტარუღანო, მელიქნო და სხვანო კარისა ჩუენისაგან წარვლენილნო თაჰსილდარნო და მოხელენო, თქუენცა ასრე გაუთავეთ, რარიგაცა ამ ფარვანაში ეწეროს და ნურას შეუშლით და ნურცარას შეეცილებით.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქორონიკონს სო, მაისს .

სპარსული ტექსტი

ის არის ღმერთი, ქებული ყოველ საქმეში!
აბულ-მანსურ სულტან მაჰმუდ ხან მირზა ჩემი სიტყვა.

ამჟამად თავის სწორთა ბურჯის, დიღმის წმინდა გიორგის ეკლესიის დეკანოზის ნათანელისადმი მრავალი წყალობის მოპყრობის და მისი დამსახურების და ღვთისმოსავობის გამო, მას და მის შვილს ზეშთელს ვუწყალობეთ სითარხნე და, როგორადაც წინათ იყვნენ თარხანი, ჩვენც ის გადასახადებისაგან თავისუფალი და ხელშეუვალი გავხადეთ. ამის საფუძველზე ტარუღამ, ქეთხუდამ და სხვებმა მალისა და მცირე ბაჰრას ასაღებად დეკანოზისა და მისი სახლის ახლოს არ გაიარონ და ხელი არ შეუშალონ, რათა თავისუფლად ილოცოს ჩვენთვის და მასზე დავალებულ სამსახურში ბეჯითობა და მეცადინეობა გამოიჩინოს. ამის შესახებ გამოცემული ბრძანება იცოდნენ, წინააღმდეგობა არ გასწიონ და თავის ვალდებულებად აღიარონ ამ ბრძანების შესრულება.

დაიწერა რაბი მეორე თვის 20-ს, ცხრაას ოთხმოცდაათ 990 წელს.

მინაწერი აშიაზე: ...და დანარჩენი გადასახადები, რომლებიც ... სამეფო ხაზინაში შეიტანს და გადასახადისგან თავისუფალი...


მინაწერი საბუთი (verso-ზე სპარსული ტექსტის მარჯვენა მხარეს თავისუფალ ადგილებში განსხვავებული ხელით):
1589 წ. 10.14 - წყალობის განახლების სიგელი სიმონ მეფისა დიღმის დეკანოზ ნათანაელისადმი

ქ. მეფეთ-მეფე სუიმონ გიბძანებთ. ქ, ვინ გინდა-ვინ კარით ჩუენით წარვლინებული მოსაქმენი იყუნეთ, მერმე ამ დიღმის დეკანოზს ნათანაელს, რარიგადაც ამა ფარვანაშიგ ეწეროს, იმრიგად გაუთავეთ და ნურასა სთხოვთ. ქორონიკონსა სოზ (1582), ღვინობისთვეს იდ.

საბუთის დათარიღება[edit]

ქორონიკონი სო (270), ანუ 1582 წლის 10 მაისი. ჰიჯრის 990 წლის მეორე რაბის 20 1582 წლის 23 მაისი.

პუბლიკაცია[edit]