Hd-01050
დედანი საბუთისა 1582 წ. 05.10. - თარხნობის წიგნი სვიმონ მეფისა დეკანოზ ნათანაელ ერემაძისადმი
აქვეა მიწერილი საბუთი 1589 წ. 10.14 - წყალობის განახლების სიგელი სიმონ მეფისა დიღმის დეკანოზ ნათანაელისადმი
საბუთის აღწერილობა
[edit]დ ე დ ა ნ ი: ხეც, Hd-1050; ქაღალდი, ზომა: 29 x 15; დაზიანება: საბუთის თავი და გვერდითი კიდეები მოხეული, გადანაკეცი ადგილები მუქ ზოლებად. ბოლო ნაწილი - ოთხსტრიქონიანი ნაკვეთი მოხეული, გამაგრებულია სარესტავრაციო ქაღალდით. საბუთის მცირე ნახევი დაკარგულია. სპარსულ ტექსტს ამის გამო უნდა აკლდეს ერთი სტრიქონი. შავი მელანი; ხელი მკაფიო მხედრული; განკვეთილობის ნიშანი - ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ; საბუთი ორენოვანია, ქართულ-სპარსული, verso-ზე მოთავსებული სპარსული ტექსტი, დაწერილია შექასთენარევი ნასთალიკით. იქვე, ტექსტისგან განცალკევებით მოთავსებულია სვიმონ მეფის მონაწერი ბრძანება, განკუთვნილი იმავე ადრესატისადმი.