... ესე წიგნი, ფიცი და სიგელი, მიზეზშემოუღებელი, ყოვლისა კაცისაგან მიუდევარი, გკადრეთ და მოგახსენეთ მე, პატრონმან თამარ და ძეთა ჩემთა: პატრონმან ამილახორმან გიორგი და პატრონმან ელბადურ და ჩუენმან ძმამან აბდუხან და შვილთა ჩუენთა ქოიარ, მელქიზედეგ, ოთარ და ერეგეთელმან, ძმათა და მომავალთა სახლისა ჩუენისათა.
მას ჟამსა, ოდეს, ეშმაკის საფრთხისაგან ძმის მკვლელობა შემოგუივიდა და მოგივედით კარსა თქუენსა და თქუენს საყდარსა და სასჯულო გარდაგუიწყუიდეთ.
შემოგწირეთ თქუენ, საშინელსა აწყურისა ღმრთისმშობელსა, და მოვახსენეთ მას ჟამისა საჭეთმპყრობელსა პატრონს იერემია აწყუერელსა. დაგიდევით წნისს შოთასშვილები მათითა მამულითა, მთითა, ბარითა, ყანითა, ჭალითა, ვენახითა, საწყლისპირითა, შესავლითა და გამოსავლითა, ნასყიდითა და უსყიდლითა, სახმარითა და უხმარითა, და დღეს, რასაც რჩომისა და ან მამულის მქონებელი არის, მით ყუელათა, უკლებლად. კიდევე იქივე - თევდორას ნაქონი სახლ-კარი და მამული მისითა ყუალათა, რისაც მქონებელი ყოფილიყო სრულად წნისიდაღმა, ჩუენ საქმე აღარა გქუნდეს-რა.
აგრევე, ამ წნისს ან შოთასშვილებთან და ან სხვას მამულთანა, ვისაც რა საქმე ჰქონდეს, ან ჩუენს განაყოფსა, და ან სხუას კაცსა, და ან სამართლით შემოგუივიდეს, პასუხი ჩუენ გავსცეთ. თქუენ და თქუნს საყდართანა საქმე არავისა ჰქონდეს. მას გარეთ, შემოგწირეთ ახალციხეს ნაიბაშვილი მერაბაი და მისი შვილი და მისი ძმისწულები: იარალი და ქელბაითა მათით სამართლიანითა ყუელათა, რისაც მქონებელნი ყოფილიყუნენ ან იყუნენ; იჩქოძეებისა ჩუენი ვალი შეჰხვდებოდა, ამოგყიკვეთია სრულებით, ჩუენი კაცი კარს აღარ მიუდგებოდეს. პარკაძეს სილიბისტროს ჩუენი ვალი მართებდა და ამოგუიკვეთია და წიგნიც დაუფრიწოთ. ეს, რაც შემოუწირავს განთავისუფლებით. ჩუენ მაგიერი კაცი კარს აღარ მიუდგებოდეს და არცა-რა ითხუებოდეს ჩუენის გუარის კაცისაგან, და არცა ჩუენგან, მტკიცე ესე ოდენი იყოს...