Jump to content

1557 წ. - შეწირულების წიგნი შიოშ ქვენიფნეველ-რატისშვილისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


...ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წიგნი და სიგელი გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, სამოციქულოსა წმიდასა საპატრიაქოსა მცხეთასა საყდარსა, მაშინა ღმრთივ-აღმართებულსა სუეტსა ცხოველსა, კუართსა საუფლოსა და მირონსა ღმერთმყოფელსა და ხატსა ღმრთისასა ხელითა უქმნელსა, ჩუენ, ქუენიფნეველმან-რატისშვილმან შიოშ, ძმამან ჩუენმან მანუჩარ და ჩუენთა შვილთა და მომავალთა ყოველთავე.

მას ჟამსა, როდეს ჩუენთა ცოდვათაგან და ეშმაკის საბრხითა ძმა შემოგუაკუდა, მოუდეგით სასოსა ჩუენსა მცხეთისა საყდარსა და მათსა საჭეთმპყრობელსა წმიდასა მეუფესა ქართლის კათალიკოზ-პატრიაქსა დომენტის. მოვახსენეთ და შემოვსწირეთ ცოდვათა ჩუენთა შესანდობელად მცირე ესე შემოსაწირავი: ტფილის ქალაქს ჩუენი მკუიდრი ყმა დემურაშვილი დავითგულა და მისნი შვილნი და მომავალნი ყოველნივე, მისით კერძითა მამულითა, სახლ-კარითა, ჭურ-მარნითა, ქულბაქითა, ნასყიდითა და უსყიდითა.

მოგუიხსენებია და შემოგუიწირავს წმიდისა სამოციქულოსა საყდრისათუის მცხეთისათუის სულისა ჩუენისა საოხად და ცოდვათა ჩუენთა შესანდობელად...

დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ქორონიკონსა სმე.

საბუთის დათარიღება და პერსონალია

[edit]

საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი სმე, ანუ 1557 წელი.

პუბლიკაცია

[edit]