1556 წ. - ერთგულების წიგნი საბა მტბევარისა კათალიკოს დომენტისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ღმრთისა დაუსაბამოსა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისა, და ყოველთა წმიდათა ზეცისა და ქუეყანისა; თავსმდებობითა, მინდობითა და შუამდგომლობითა, თავსმდებობითა და შუამდგომლობითა ყოვლად წმიდისა დედოფლისა, ღმრთისა მშობელისა, მარადის ქალწულისა მარიამისითა.

ესე უკუნისამდის გასათავებელი წიგნი მოგახსენე მე, მტბევარმა საბა, თქუენ, წმიდასა კათოლიკე სამოციქულოსა საყდარსა და თქუენსა საჭეთმყრობელსა ქართლისა კათალიკოზსა, პატრიარქსა დომენტის.

მას ჟამსა, როდეს გვაკურთხეთ, თქუენის საყდრის ერთგული და თქუენისა ბრძანებისა მორჩილნი ვიყვნეთ. რაცა ჩუენის ხელისაგან გამოვიდოდეს, რჯულისა სიმაგრესაცა მოვიჭიროთ. ამისა გათავებისა თავდებად თავად ღმერთი და ყოველნი მისნი წმიდანი და სვეტი ცხოველი მოგვიხსენებია.

საბუთის დათარიღება[edit]

  • 1967, საურმაგ კაკაბაძე საბუთს 1657 წლით, დომენტის კათოლიკოსობის დაწყებით ათარიღებს.
  • 2016, მზია სურგულაძე: საბუთი უთარიღოა. დათარიღებულია S-252 გ ხელნაწერის კიკნკლოსურ ცნობაზე დაყრდნობით, რომელშიც 1556 წლის გასწვრივ წერია: "აქ დაჯდა მტბევრად ხახულარი წყმედიძე, მამაი საბა".

პუბლიკაცია[edit]