Jump to content

1551 წ. 06.09. - შეწირულების წიგნი პატრონ რამაზისა თბილისის სიონისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა... ჩუენ, მსასოებელმან ცვა-ფარვათა თქუენთამან, დიდისა მეფისა დავითის ძემან, პატრონმან რამაზ და თანამეცხედრემან ჩუენმან პატრონმან ხვარამზე და ძემან ჩუენმან პატრონმან ბაგრატ, ვიგულისმოდგინეთ და გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, საშინელსა და ცათა მობაძავსა, ქალაქს სიონთა ღმრთისმშობელსა მცირე ესე შემოსაწირავი - დიგორზე სოფელი ფიცხისი მისის მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, სახნავითა, სათიბითა, ქორითა, მიმინოთა და ყოვლის მისის სამართლიანის სამძღვრითა, ხელშეუალად თქუენთვის მოგვიხსენებია.

ასრე რომე, მოუხდეს ყაზახნი და ააოხრეს. და მოკითხული ვქენით, თქუენს სოფელზედ სამხარად იყო და თქუენთვის შემოგვიწირავს...

დაიწერა მტკიცე და უცვალებელი სიგელი ესე ქორონიკონსა სლთ, თვესა ივნისსა ცხრასა, ხელითა მწიგნობრისა დავით მაჭავარიანისათა, ამინ.


რამაზ ხვარამზე

საბუთის დათარიღება

[edit]

ქორონიკონი სლთ (239), ანუ 1551 წლის 9 ივნისი.

პუბლიკაცია

[edit]