1525-1526 წწ. - დავით-დამიანეს სააღაპე შეწირულების წიგნი სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


...ესე უკუნისამდე ჟამთა გათავებული-გასათავებელი წიგნი და სიგელი გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, ყოველთა ჩრდილოეთისა კედართა შორის უაღრეს-უაღმატებულეს-უდიდებულესსა, წმიდასა კათოლიკე სამოციქულოსა საყდარსა მცხეთასა და თქუენსა საჭეთმპყრობელსა, წმიდასა მღდელთმთავართ მთავარსა, ქართლისა კათალიკოზსა ბასილის.

მე, მსასოებელმან შენდა მომართ და მონდობილმან ცვა-ფარვათა შენთამან, შენ მიერ შემოსილმან პორფირითა და გუირგუინითა სამეფოთა, და აწ, შენ ძლითვე ღირსქმნულმან სახესა მონაზონებისა, დავით ბაგრატონიანმან, ნებითა ღმრთისათა მეფემან ქართველთამან და აწ მონაზონმან დამიანე, ვიგულვე და ვიგულისმოდგინე თქუენდა მომართ მცირედი ესე მოსახსენებელი ცოდვილისა სულისა ჩემისა.

თანა-ჯერჩინებითა და ნება-დართვითა ძმათა ჩემთა: გიორგი, ბაგრატ, დიმიტრი, ვახტანგ, ალექსანდრე და მღდელმონაზუნისა მელქიზედეკისითა, და ძეთა ჩემთა: ლუარსაბ, ადარზან და რამაზისითა, შემოგწირე და მოგახსენე თქუენ, წმიდასა კათოლიკე სამოციქულოსა საყდარსა მცხეთასა...

განვაჩინე და შემოგწირე სულისა ჩუენისა სამლოცველოდ და სააღაპოდ მცირე და უნდო ესე შემოსაწირი, ყოვლისა ადამის ნათესავისაგან მოუდევარი და შემოუცილვებელი, ხელითა ჩუენითა აღშენებული მთას იქით სოფელი მოხისი მისითა სამზღურითა, წყლითა, წისქუილითა, ყოვლითა სამართლიანითა სამზღუარითა, მთითა, სახმრითა - ყოველთავე. თუით ჩუენით ფერხით გარშემოგუივლია სრულიად ბარათაიანი, მთის სოფლის კაცები გუერცა გუხლებიან. მისი სამზღუარი ასრე მოუდევრად გაგუიჩენია და შემოგუიწირავს მცხეთას ეკუდერსა, ხელითა ჩუენითა აღშენებულსა წმიდისა მთავარანგელოზთასა სამარხსა ჩუენსა. შემოგწირეთ დღეს მის მეორედ მოსვლისათუის და განკითხუისა ჩუენ ცოდვილისა სულისათუინ.

არის გამოსავალი სოფლისა თხუთმეტი კაბიწი პური ათიანით ლიტრითა, ხუთი კაბიწი ქერი კუამლზედან, თუითო ლიტრი ზეთი. სრულად სოფელმან ერთი ძროხა, სამი ცხუარი, საყუელიარო ძღუენი, სააღდგომო საწელიწდისო საშობო ძღუენი, როგორცა სხუას მთის სოფელსა ედვას, ისრე.

თივის თიბვა, კავთისხევს ზურის მუშაობა, თუითო გზა მცხეთას ტკბილის მოტანა კავთისხევიდაღმან. საცა მეეკუდრე პატრონმან სამსახურზედან გაგზავნოს, თუითო კაცი გუერც იახლებოდეს.

შემოგუიწირავს გორს ჯამბეგაშვილი, ასრე რომე, წელიწადშიგან გორულით ლიტრითა, ოთხასით მუტყლითა, ოცდაოთხსა ლიტრასა ზეთსა და ცხრასა ლიტრასა ცვილსა მცხეთას, ჩუენსა სამარხსა ეკუდერსა მიიტანდეს. კიდევე გორს - მოლარე და ნამსახური ჩუენი და მკუიდრი ვეფხუაშვილი ხეჩატურა. ასრე რომე მივეცით დიღმელაური მამული და ვენახი და დავადევით გორულით ლიტრით ხუთი ლიტრა ზეთი. ამას მცხეთას მიიტანდეს ჩუენსა სამარხსა ეკუდარსა.

იდლეთს ოფლითა ჩუენითა აშენებული ზუარი მისით სამზღურითა და ერთის კუამლის სასახლითა და სამარნითა.

დავით

საბუთის დათარიღება და პერსონალია[edit]

საბუთს აქვს თარიღი ქორონიკონი სმე, ანუ 1557 წელი.

პუბლიკაცია[edit]