1519 წ. ახლო - მამულის გაცვლილობის წიგნი ივანე სოლოღაშვილისა ქვათახევისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


სოლაღაშვილმან, ძემან შალვასმან, სახლისა უხუცესმან ივანე, ესე ყაყიაური ვენახი მევე დავიჭირე და ამისდა სანაცლოდ ოთხისა დღისა მიწა ქურციკაული ნაფუძარი დავსდევ და მივეც მოსეშვილსა, კავთისა მთავარმოწამისა დეკანოზსა ლონგინოზსა, ძმათა და მომავალთა მისთა, ყოველთავე.

ასრე და ამა პირსა ზედა, რომე ესე ყაყიაური ვენახი ამა სანთლისა და საკმლისა გამოსაღებზედა არა გეზომიერებოდა, და სანაცლოდ უფროსი იმისთვის დავდევით, და ამა ბეგარსა ოთხსა ლიტრასა ცუილსა ტფილის-ქალაქურითა ლიტრითა და ეგრევე ამავე ლიტრითა ერთსა ლიტრასა საკმელსა ესე მოსეშვილნი ლონგინოზ და მისნი ძმანი ქვათახევსა მონასტერსა წმიდისა ღმრთისმშობელისა ვერაოდეს დააკლებდეს ყოველთა წელიწადთა...


საბუთის დათარიღება[edit]

საბუთი წარმოადგენს 1519 წ. - შეწირულების წიგნი ივანე სოლოღაშვილისა ქვათახევისადმი გაგრძელებას და დაწერილია, სავარაუდოდ, იმავე ან მომდევნო წელს.

პუბლიკაცია[edit]