Jump to content

1519 წ. - შეწირულების წიგნი ივანე სოლოღაშვილისა ქვათახევისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ღმრთივ-გუირგუინოსნისა და წარჩინებულისა მეფისა დავითისა პალატისუხუცესმან და მწიგნობართა მთავარმან სოლაღაშვილისა შალვას ძემან ივანე... ტაძარსა ქვათახევისასა ვლაქერნად სახელდებულსა... მოვახსენე და შევსწირე მტკიცითა ამით სიგლითა კავთისხევს ორი გლეხი: ერთი სიჯიმა და მისი შვილნი და მეორე ბარდასძე კუირიკა და მისნი შვილნი.

ასრე და ამა წესითა, სააკასძემან ტურიაული ვენახი მომყიდა და მივეც ფასი სრული და იგი სააკასძისაგან მოსყიდული ვენახი შუა გავიყავ. ნახევარი ვენახისა სიჯიმასა მივეც, ერთი სასახლე უყიდე, სამის დღის ნაფუძარი სახნავი და ერთი ქუევრი და მას ზედა დავასახლე. ასრე რომე, პირველსა შაბათსა წმიდათა მარხვათა დღესასწაულსა წმიდისა თევდორესსა მიიღებდეს ქვათახევს მრავალსა პურსა, ღუინოსა და სამარხოსა და კარგანღებულსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა აღაპსა გარდაიხდიდეს ცოდვილისა სულისა ჩემისათუის.

ეგრეთვე ბარდასძესა კუირიკასა მივეც იმავე ტურიაულისა ვენახისა ნახევარი და სამის დღის ნაფუძარი სახნავი და ერთი სასახლე და ქუევრი უყიდე და მას ზედა დავასახლე. ასრე და ამა წესითა, რომე, დიდსა ხუთშაბათსა მიიღებდეს ქვათახევს მრავალსა პურსა, ღუინოსა და სამარხოსა და კარგანღებულსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა აღაპსა გარდაიხდიდეს ცოდვილისა სულისა ჩემისათუის.

და ამა ორთა გლეხთა ზედა სამსახურად არავის ხელეწიფოს არა ჩემსა ნათესავსა და არცა ვის სხუასა, თუინიერ მონასტრისაგან კიდე.

ქ. კულა შემოვსწირე იქივე კავთისხევს ერთი ვენახი ყაყიაშვილისაგან ვიყიდე. მისგანცა ნასყიდი იყო და იმა ვენახისა გამოსავლად დავსდევ ცუილი და საკმელი ასრე და ამა წესითა: ვისცა წინამძღუარმან და ძმათა იგი ვენახი მიაბარონ, იგი კაცი ყოველთა წელიწადთა მოიღებდეს ქვათახევს ოთხსა ლიტრასა ცუილსა და ერთსა ლიტრასა საკმელსა ტფილის-ქალაქურითა ლიტრითა. ამას არაოდეს დააკლებდეს...

დაიწერა სიგელი ესე ქორონიკონს სზ, ხელითა ფრიად ცოდვილისა გიორგი ჭარმაულისათა.


საბუთის დათარიღება

[edit]

ქორონიკონი სზ, ანუ 1519 წელი.

პუბლიკაცია

[edit]