Jump to content

1518 წ. - პირობის წიგნი ყვარყვარე ათაბაგისა კათალიკოს ბასილისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. სახელითა ღმრთისაითა, ჩუენ, დიდთა ათაბაგთა ნათესავმან, სახელგანთქმულისა ყუარყუარეს ძისწულმან, პატრონისა ქეიხოსროს ძემან, პატრონმან ათაბაგ-ამირსპასალარმან ყუარყუარე, ესე წიგნი გკადრე და მოგახსენეთ თქუენ, ყოველთა ჩრდილოეთისა კედართა შორის უაღრეს და უაღმატებულეს-უდიდებულესსა, წმიდასა კათოლიკე საყდარსა მცხეთასა და მის შინა ღმრთივ-აღმართებულსა, კუართსა სამეუფოსა და მირონსა ღმერთ-მყოფელსა და თქუენსა საჭეთმპყრობელსა, ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოსა პატრიარქ-კათალიკოზსა ბასილის.

მას ჟამსა ოდეს პატრონი მეფე და პატრონი ბიძა ჩუენი შემდურდეს და მან სამცხისა ებისკოპოსნი უკუიჭირნა, აწ, იპრიანა ღმერთმან და ჩუენ კიდევე მივანებეთ კათოლიკე საყდარსა და კათალიკოზსა.

და მოგუიხსენებია ასრე და ამა წესითა, რომე, რაგუარაცა ამას წინათ ყოფილა, იმავე წესითა: რაცა ჩუენსა საბატონოშიგან ებისკოპოსნი იყუნეს, პატრონისა კათალიკოზისა მორჩილნი იყუნეს და კათალიკოზისა ხელითა იკურთხეოდენ. ვარძიისა მოძღუარი და ვარძიისა შესავალი მღდელნი და დიაკონნი ძუელადცა მცხეთას კურთხეულან და, აწცა კათალიკოზისაგან იკურთხეოდენ. და რაცა ჩუენსა საბატონოშიგან მცხეთის საყდრისათვის შეწირული ყოფილა, ანუ პარხლის მონასტერი და ანუ სხუა მამული და გლეხი, რაგუარცა ძუელად ყოფილა, ისიცა იმავე წესითა მოგუიხსენებია და შეგვიწირავს ჩუენს სადღეგრძელოდ და ცოდვათა ჩვენთა შესანდობელად.

დაიწერა ქორონიკონსა სვ.


საბუთის დათარიღება

[edit]
აპრილის იგ, ქორონიკონი სდ, ანუ 1516 წლის 13 აპრილი.

პუბლიკაცია

[edit]