"ქ. თქუენ, ქმიდასა მეუფესა , ქართლისა კათალიკოზსა ბასილს ესე წიგნი მოგახსენეთ ჩუენ, პატრონმან მეფემან დავით, ჩემმა ძმამა პატრონმან გიორგი, პატრონმან ბაგრატ.
ასრე და ამა პირსა ზედან, რომე, როდეს ჩუენს წინაშე დაისაჯენით, თქუენ და ბატონი მთავარეპისკოპოზი და მცხეთისშვილნი, ჩუენთა გუარშეწირული და ჩუენთ სასაფლავოთ მამული სრულად ხელშეუხებელად მოგანებეთ. ასრე რომე, არცა გამოსაღები და არაფერი სათხოვარი არ ეთხოებოდეს: არცა საელჩო, არცა საჯინიბო, არცა სავაზირო, არცა სახორსალარო არა ეთხოებოდეს-რა, ერთი ნადირობის მეტი და სალაშქროს მეტი...