ღთივ პატივცემულმან და ღთივ სკიპრა პორფირ შემოსილმა, ღმთივ-გუირგუინოსანმან, იესიან, დავითიან, სოლომონ-ბაგრატონიანმა, ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა, შანშე, შარვანშათა სომეხთა მეფისათა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა და სამხრისა და ჩრდილოეთისა სამხრისა, სამხრისა და ორისავე ტახტისა სამეფოსა ლიხთ იმერისა და ლიხთ ამერისა თუითა მტკიცეთა ფლობითა ხელმწიფეთა მპყრობელმა მეფეთა მეფემა ალექსანდრე და თანამეცხედრემა ჩუენმა პატრონმა დედოფალმა თამარ და ძეთა ჩუენთა საყვარელმა თქვენ შევედრებულმა და ძისა თქვენისამან ბაგრატ ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ მცირე ესე შესაწირავი და მოსახსენებელი დიდისა და ზეშთა აღმატებულისა და ცათა მობაძავისა ახლისა იელუსარემისა დიდისა მონასტრისა გელათისა და მას შინაგან ბრძანებულსა ხახულისა საკურთხეველსა ღთის მშობელსა.
მოვიდეს წინაშე ჩუენისა დიდისა მონასტრისა მოძღუართ-მოძღუარი ილარიონ. გვიაჯნესა და მოვახსენეთ ხახულისა ღმრთისა მშობელსა, შემოვსწირეთ ნობარევი გაღმა-გამოღმა რავარხმელასა [1]* მარგველასშვილები მათითა შესავლითა სამზღვრითა, ტყითა, ველითა... პატრონისა მამისა ჩუენისაგან აშენებული და შემოწირული ჩუენის სულისათუის და პატრონისა მამისა ჩუენისა სულისათვის, მოგეცით ჩუენისა სულისა მოძღუარსა და მოძღუართა მოძღუარსა ილარიონსა.
და შემდგომად შენსა სხვათაცა, ვისაცა ნიშანი ჰქონდეს ამა სიგლითა გაგვიცუდებია. ვინაცა მოგიშალოს და არა გაათაოს ანუ დიდმან, ანუ მცირემან, ერისთავმან ანუ აზნაურმან, ვინ გინდა ვინ იყოს და გელათს ესე მოუშალოს და მოგვიშალოს.
აღაპი და ერთი კელაპტარი მამისა ჩუენისათუის ივანობისთვესა და აწ ჩუენთვის დღესა ლაზარობასა გარდაიხდებოდეს აღაპი დღესა ლაზარობასა და ერთი კელაბტარი და ერთი კელაპ დაენთებოდეს, აღაპი გარდაიხდებოდეს მოძღვართ-მოძღვრისა წირვითა, ექუსითა ხუცისა წირვითა...
დაიწერა სიგელი ესე ქორონიკონსა ას ოთხმოცდა ჩვიდმეტსა, ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა ათხუთმეტსა, ხელითა ფანჩულიძის იაკობისათა.