თამარ დედოფალი - ალექსანდრე II-ის მეუღლე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search






ისტორიული პიროვნებები









გენეალოგიური ხე


ოჯახი

ქართული საბუთები[edit]

1484-1510 წწ. - სასისხლო სიგელის დამტკიცება ალექსანდრე მეფისა აბესალომ გელოვანისადმი[edit]

ჩუენ, მეფეთ მეფემან ალექსანდრე და ძემან ჩუენმან ბაგრატ, და თანამეცხედრემან ჩუენმან თამარ, ღმრთისა შეწევნითა და თავსმდებობითა, ესე სასისხლო სიგელი მივეცით და მივუბოძეთ გელოანსა აბესალომსა, სვანისა ერისთავსა

1484-1491 წწ. - შეწირულების განახლების სიგელი ალექსანდრე მეფისა მთის წმიდა გიორგისადმი[edit]

ქ. ჩუენ მეფეთ მეფემან ალექსანდრე და თანა მეცხედრემან ჩუენმან დედოფალთა დედოფალმან თამარ, და ძემან ჩუენმან ბაგრატ და ვახტანგ, ესე წიგნი მოგახსენეთ თქუენ მთის მთავარ მოწამეს წმიდას გიორგის

1488 წ. 07.1. - სასისხლო განჩინება ალექსანდრე მეფისა ფალავანდიშვილებისადმი[edit]

მეფეთა მეფემან ალექსანდრე, და პატრონმან დედამან ჩუენმან, დედოფალთა დედოფალმან ელენე, და თანამეცხედრემან ჩუენმან, პატრონმან დედოფალმან თამარ.

1502 წ. 10. - შეწირულების განახლების წიგნი ალექსანდრე მეფისა გელათისადმი[edit]

ქ. ნებითა ღთისათა ჩვენ, ორისავე ტახტის, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა მპყრობელმან, მეფეთა-მეფემან ალექსანდრე, დედამან ჩუენმან, დედოფალთა დედოფალმან ელენე, მეცხედრემა ჩუენმან, დედოფალთა დედოფალმან თამარ, და პირმშომან ძემან ჩუენმან ბაგრატ და პატრონმან ვახტანგ

1504 წ. 05.05 - სასისხლო სიგელი ალექსანდრე მეფისა ივანე მაღლაქუელისძისადმი[edit]

ალექსანდრე მეფემ, მისმა თანამეცხედრე თამარმა და მისმა ძემ ბაგრატმა თავის გამზრდელ ივანე მაღლაქუელიძეს გაუჩინეს სისხლის ფასი 120 000 ძველი თეთრი.

1505 წ. 01.15 - სასისხლო სიგელი ალექსანდრე მეფისა ივანე ქეროხიძისადმი[edit]

ქ. ნებითა ღთისათა ჩუენ, იესიან, დავითიან, სოლომონიანმან, ბაგრატოვანმან, აღმოსავლეთით ვიდრე დასავლეთამდის, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა თვით-პყრობით მპყრობელმან ალექსანდრე, და პატრონმან, დედოფალთა დედოფალმან ელენე, და თანამეცხედრემან ჩუენმან, პატრონმა დედოფალთა დედოფალმან თამარ, ძეთა ჩუენთა, პატრონმან ბაგრატ, ვახტანგ და გიორგი, ნებითა ღვთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შანშესა და შარვანშესითა

1509 წ. - შეწირულების წიგნი ალექსანდრე მეფისა გელათისადმი[edit]

მეფეთა მეფემა ალექსანდრე და თანამეცხედრემა ჩუენმა პატრონმა დედოფალმა თამარ და ძეთა ჩუენთა საყვარელმა თქვენ შევედრებულმა და ძისა თქვენისამან ბაგრატ ვიგულეთ და ვიგულისმოდგინეთ მცირე ესე შესაწირავი დიდისა მონასტრისა გელათისა.

1509 წ. - შეწირულების და სააღაპე წიგნი ალექსანდრე მეფისა გელათისადმი[edit]

მოძღვართ-მოძღვარ ილარიონის თხოვნით ალექსანდრე მეფემ, მისმა თანამეცხედრე თამარმა და მისმა ძემ ბაგრატმა გელათის მონასტრის ხახულის ღვთისმშობელს შესწირა რუსხმულში მარგველაშვილები მამულით, რისთვისაც ილარიონმა გაუჩინა აღაპი ალექსანდრე მეფესა და მამამისს.

1510 წ. 03.12. - შეწირულების და სააღაპე სიგელი ალექსანდრე მეფისა გელათისადმი[edit]

ალექსანდრე მეფემ ყმა-მამული შესწირა გელათს და გაიჩინა აღაპი თავისთვის "და პატრონისა დედოფლისა თამარ სულისათუის და სადღეგრძელოდ ძისა ჩუენისა ბაგრატ, ვახტანგ და გიორგისთვის".