1497 წ. - შეწირულების წიგნი კათალიკოს აბრამ აბალაკისა მეტეხთა ღმრთისმშობლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


...ყოველთა ღმრთისა წმიდათა, ზეცისა და ქუეყანისათა, ოხითა, შეწევნითა და შუამდგომლობითა სუეტისა ცხოველისა და კუართისა საუფლოსა, მირონისა ღმერთმყოფელისათა, ჩუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ კურთხეულმან ქართლისა კათალიკოზმან აბრამ აბალაკმან ვიგულვე და ვიგულისმოდგინე და ძუელითგან თამარის ჟამისათ დაქცეული საწისქვილო მოვიძიე და მე ახლად რუ გამოვიღე; და ორი წისქუილი აღვაშენე სახსენებლად სულისა ჩემისა.

ვიღუაწე და შემოგწირე შენ, ყოვლად წმიდასა მეტეხთა ღმრთისმშობელსა ასრე, რომე თქუენ წინაშე ორი კანდელი დღისით და ღამით დაუვსებელად ენთებოდეს მოსახსენებელად სულისა ჩუენისა...

დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ქორონიკონსა რპე, ხელითა ცოდვილისა აბრამისითა.


  • ჩუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ ქართლისა კათალიკოზი აბრამ აბალაკი კანონითა ვამტკიცებთ. ჩუენთა ცოდვათათუის განიკითხვის, ვინცა ესე ყოვლად წმიდასა მოუშალოს.

საბუთის დათარიღება[edit]

2014 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - გვ.314 
ს. კაკაბაძის მიერ გადაწერილ პირში მითითებულია ქორონიკონი რნე (1467), რომელიც განმეორებულია ს. კაკაბაძის პუბლიკაციაში და პეტერბურგში დაცული პირის აღწერილობაში. ი. დოლიძე იზიარებს ს. კაკაბაძის დათარიღებას. უფრო სარწმუნოა თ. ჟორდანიას დათარიღება, რომელსაც დედანში ამოუკითხავს ქორონიკონი რპე (185), რაც გვაძლევს 1497 წელს. "კორპუსში" გაზიარებულია თ. ჟორდანიას დათარიღება, რადგან კათალიკოს აბრამ აბალაკის სხვა თარიღიანი საბუთებიც XV ს. დასასრულ წლებში არის გაცემული.

პუბლიკაცია[edit]