1472 წ. - ბაგრატ მეფის მიერ გიორგი ჟურულის სიგელის დამტკიცება

From Wikisource
Jump to navigation Jump to search


ჟურულის სიგელი




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: Qd-7118.
პირები:

  1. Sd-2881 - პირი გადაწერილი XIX საუკუნეში.
  2. Qd-9567 - პირი გადაწერილი XIX საუკუნეში.

საბუთის ტექსტი[edit]

1460 წ. VI.12. - სიგელი გიორგი მეფისა გიორგი ჟურულისადმი საბუთის verso-ზე სხვადასხვა ხელით და მელნით მიწერილია:

ქ. შემდგომად ამისა ჩუენ ღთუივ გუირგუინოსანმან მეფეთ მეფემან ბაგრატ ნებითა ღმრთისათა დავიპყარით მეფობა ორისავე ტახტისა, ლიხთ იმერისა და ლიხთ ამერისა, და ვნახეთ სიგელი ესე სასისხლო შეწყალებისა ბიძისა ჩუენისა გიორგისგან წყალობით ბოძებული და ჩუენცა შეგიწყალეთ და დაგიმტკიცეთ თქუენ, წინამძღუარსა ჟურულსა გიორგის და თქუენთა შუილთა და ძმათა, რაგუარაცა ამა სასისხლოსა სიგელსა და განაჩენსა ჰმართებს და ეფერების, ამა წესითა თქუენი საქმე და სისხლი გაჩენოდეს, ნიშანი ესე გუიბოძებია და დაგუიმტკიცებია ასსამოცი ათასი კირმანაური თეთრი. და ვინცა კირმანაულსა თეთრისა ვითარობა არ იცოდეს, კირმანაური თანგისა ზომა არის.

დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ჩუენი ინდიქტიონსა მეფობისა ჩუენისა: , ქორონიკონსა: რჲ, ხელითა ყოლადვე ცოდვილისა ქართლისა მთავარეპისკოპოზისა იოვანესითა.

მე ბაგრატ ვამტკიცებ.

ქ. ჩუენ ესე ვითა ღმრთივ-გვირგვინოსანსა მეფეთა მეფესა ბაგრატს ბიძისა მათისა ნაბოძები სასისხლო სიგელი დაუმტკიცებია ჟურულისთუის, მე გლახაკი ქართლის კათალიკოზი დავით კანონითა ვამტკიცებთ. დამამტკიცებელნი ღმერთმან აკურთხნეს და წმიდამან დედაქალაქმან მცხეთისამან.

ქ. ჩუენ სამთავნელ მთავარებისკოპოზი მათე, ვითა მეფეთა და ქართლის კათალიკოზთა დაუმტკიცებიათ, ეგრეთვე ჩუენცა კანონითა ვამტკიცებთ.

საბუთის პუბლიკაციები[edit]