Jump to content

Qd-07118

From Wikisource
ჟურულის სიგელი

Qd-7118

დედანი საბუთისა 1460 წ. VI.12. - სიგელი გიორგი მეფისა გიორგი ჟურულისადმი

საბუთის აღწერილობა

[edit]
  1. ჟურულიანთ გვარის გუჯარი - გუჯარი დაწერილია პერგამენტზედ. პერგამენტის სიგანე სამ გოჯ-ნახევარი იქმნება, სიგრძე ორი არშინი. დაცულია სუფთად, რამდენსამე ადგილას ხელ-ჩართული წარწერები აქვს და ზოგი მათგანი ძნელად იკითხება, ზოგი ნაწერებიც განგებ არის წაშლილი სხვა-და-სხვა პირთაგან. გუჯრის თავზე დახატულია ფერადის წამლებით მაცხოვარი, რომელსაც სახე აღარ უჩანს. ამის შემდეგ დახატულია ფერადისავე წამლებით გიორგი მეფე, ტახტზე მუთაქა ძევს და მუთაქაზე ფეხმოკეცილი ჰზის. თავზე გვირგვინი ადგას, და მარჯვენა ხელში გუჯარი უჭირავს და ხელი გაწვდილი აქვს. ხელს ქვეიდგან დახატულია ჟურულიანთ წარმომადგენი, რომელსაც მეფის წინაშე ორივე ხელი გაუწვდენია და გუჯარს სთხოვს. ჟურულიც კარგად სჩანს და მხოლოდ სახე აქვს წაშლილი, უეჭველია, რომ განგებ იზამდნენ ამას. - 1886 - გაზეთი "ივერია № 124
  2. 1460 წ. 12 ივნისი - 1892 წელს ბ. დურმიშხან ჟურულმან ჩამომიტანა ტყავზე მხედრულად ნაწერი სიგელი, რომლის თავს დახატული იყო ტახტზე მჯდომარე მეფე გიორგი, რომელიც აძლევს სიგელს იქვე დაჩოქილს ჟურულს. ჩვენ მაშინ გადმოვიწერეთ ეს სიგელი, რომელიც ამას წინათ
    გიორგი მეფე ჟურულის სიგელიდან
    სრულად გამოსცა "მოამბემ", ხოლო უწინ ბროსსემ (Introd. p. XCV შემოკლებულად) და "ივერიამ" 1886 წ. № 124 შეცდომებით და პოლეოგრაფიული პირი - მე-V არქ. კრებამ, таблица 27. - 1897 - ქრონიკები - II - გვ.278
  3. ხეც, Qd-7118; დედანი. ყვითელი შეფერილობის ეტრატი, ზომა: 118 x 18; 4 კეფი: I - 37x18, II - 19.5x18, III - 61.5x18. დაზიანება: საბუთი მსუბუქად არის დაზიანებული - გადანაკეც ადგილებში ეტრატი გაშავებულია და გამკვრივებული. პირველი კეფის მარჯვენა აშია მოხეულია. verso-ს მხრიდან მუქ ყავისფრად ჩამუქებული. მელანი ძალზე გამკრთალებულია, ალაგ-ალაგ - გადასული. საბუთი მოხატულია: პირველი კეფის თავში გამოსახულია მაცხოვარი, რომელსაც მარცხენა ხელში გადაშლილი სახარება უპყრია. გადაშლილ ფურცელზე იკითხება ნუსხურით ნაწერი ტექსტი: "მოვედით ჩემდა ყოველნი ტვირთმძიმენი და მე განგისუეო თქუენ". მაცხოვრის ქვემოთ, მომდევნო კეფზე, ხატია ტახტზე მჯდომი მეფე (გიორგი VIII), რომლის წინაშე მუხლი მოუყრია ადრესატს. მეფის გამოსახულების გასწვრივ, მარცხენა აშიაზე მოთავსებულია მხედრულად გამოყვანილი წარწერა:"მეფეთ მეფემან". ტექსტის დასაწყისში გრძელბუნიანი ქანწილი შემკულია მცენარეული ორნამენტით, ორნამენტული ხვეულებითაა მორთული ტექსტის დასაწყისი ფორმულაც. ხელი - კალიგრაფიული მხედრული. სტრიქონები მწყობრად ჩამწკრივებული; მელანი მუქი ოქროსფერი; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. verso-ზე მოთავსებულია ბაგრატ VI-ის მინაწერი საბუთი, კათალიკოს დავითის და მათე სამთავნელის მტკიცებულობები. საბუთს ერთვის XIX საუკუნეში მიწერილი რუსული მმართველობის სარეგისტრაციო ჩანაწერი. - 2014 - კორპუსი - III - გვ.114