1465 წ. IV.23. - შეწირულების სიგელი ვამიყ შაბურისძისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 075. პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № სჟვ (296) (დაკარგულია).
  2. 1449-1486 - პირი გადაწერილია ს. კაკაბაძის მიერ 1913 წ. გამოცემის მიზნით;
  3. H-06/15 - პირი გადაწერილია მ. კოლუბანსკის მიერ 1848 წ.
  4. E-073/61

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ესე წიგნი და სიგელი... გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ,... დედაქალაქსა კათოლიკე მცხეთისა საყდარსა... და თქუენ, მათსა მპყრობელსა, ყოველთა ცოდვილთა მეოხსა და შესავედრებელსა, ქრისტეს ღმრთისა მიერ ქართლისა მღრდელთმოძღუართ მთავარსა, პატრიარქსა, პატრონსა კათალიკოზსა მარკოზს, ჩუენ შაბურისძეთა ერისთავმან ვამიყ და სარო, და ძეთა ჩუენთა: გიორგი, ომარ, მიქამან, ვარამ და ნუგზარ, ძმათა, შუილთა და მომავალთა სახლისა ჩუენისათა ყოველთავე.

მას ჟამისა შედეგად, ოდეს ჩუენად უღირსად დიდად და საპატიოდ შეგუიწყალეს პატრონმან მეფეთა მეფემან გიორგი და მათი ასული ჩუენისა შვილისათუის გუიბოძეს და მოგუცეს, დიდი გამოსანახავი სასჯულო და საკანონო საქმე იყო. და დიდად შემოვეხუეწენით თქუენსა საყდარსა და თქუენ, მათსა მპყრობელსა, და დიდისა დასაურვებელისაგან მცირესა ამას შეგუჯერდით.

შემოვსწირეთ და მოგახსენეთ კითხვითა, ბრძანებითა და ნებადართვითა ღმრთივ-გუირგუინოსნისა მეფეთა მეფემან გიორგისითა ჩუენი მკუიდრი და ყოვლისა ადამის ნათესავისა კაცისაგან უსარჩლავი და მოუდევარი მამული - ნოჯიკეჟთა ნოჯისთავი, ეკლესია მისითა მიმდგომითა სამართლიანითა ყუალათა; სიასშვილისეული მამული მისითა მამულითა, სახლ-კარითა, ველითა და ვენახითა; საიქოსძე, ჩაბასშვილი, მაკარისშვილი და თევდოასშვილი მათითა მიმდგომითა და ხუადაბუნებითა. და, რაცა ნოჯიკეჟთა ჩუენი სახასო არის, ყოვლითურთ უკლებლად.

დაიწერა სასჯულოდ ნოჯიკეჟთა შემოწირულობისა წიგნი და სიგელი ესე მოქცევასა მეათოთხმეტესა, ქრონიკონსა რნგ, აპრილსა ოცდასამსა, ხელითა ოქროპირისშვილისა მახარებელისათა.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთი აქვს თარიღი: ქორონიკონი რნგ (153) - 1465 წ. 23 აპრილი.

პუბლიკაცია[edit]

1897 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. II - გვ.285-286[edit]

1913 - სარგის კაკაბაძე - ისტორიული საბუთები - წიგნი II - გვ.15-18[edit]

1967 - საურმაგ კაკაბაძე - Грузинские документы Института народов Азии - № 388,389[edit]

2014 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 56[edit]