1464-1476 წწ. - შეწირულების სიგელი გიორგი და ალექსანდრე მეფეებისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 033. პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № ტზ (307) (დაკარგულია).
  2. 1449-1529 - პირი გადაწერილია ს. კაკაბაძის მიერ 1913 წ. გამოცემის მიზნით;

საბუთის შინაარსი[edit]

ქ. თქუენ, დიდო და ცათა მობაძაო დედაქალაქო, საყდარო მცხეთისაო, რომელი ჯერ იჩინა კუართმან საუფლომან და მირონმან წმიდამან, წმიდად მყოფელმან სახლსა მაგას საუფლოსა; სუეტსა ცხოველსა შინა წყაროდ უკვდავებისა აღმოსცენდი მკურნალად ყოველთა ქრისტიანეთასა, რომელი მოვალ მე მკუიდრსა მასგას განსასუენებელსა ჩემსა. ჰოი, სადგურო წმიდაო, ყოველთა დავითიან-ბაგრატონიანთა მეფეთა და დედოფალთა დაძინებულთა განმანათლებელო!

მე, თქუენ მიერითა დაცულ-დაფარულმან, მეფეთა მეფემან გიორგი და საყუარელმან ძემან ჩუენმან მეფემან ალექსანდრე, შემოგწირეთ და მოგახსენეთ კახეთს ახალშენთა ხერხაულისძეთა - ჯავშანისი და გოგას - სახლი და მამული. და ესე ორნი კუამლნი ძმანი აზნაურნი ჯავშანა და მისი ძმა აღნია და გოგა შემოგუიწირავს და მოგუიხსენებია.

თქუენ, ტაძარო და სუეტო ღმრთივ-აღმართებულო, დედაქალაქო საყდარო მცხეთისაო, და ესე ჯავშანა და მისი ძმა აღნია და გოგა გქონდეს ამათითა მამულითა, მთითა და ბარითა, ამათითა გლეხებითა, სასახლითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა, ვენახითა, ტყითა, სანადიროთა, ჭალითა, სათიბითა, შესავლითა და გამოსავლითა, სახმრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა და მისითა სამართლიანითა, ერთობ სრულად და უკლებლად.

და ვითა არავინ ღირსა, ეგრეთ ვერავინ მკადრე იყოს შემოცილებად ამათსა თავსა და მამულსა.

ესე ჩუენგან დამტკიცებული და შეუშლელი, ნებითა ღმრთისათა.

და ბაგავანი ამათია და მისი ნიშანი სხუაცა აქუს.

გიორგი მეფე დავამტკიცებ ნებითა ღმრთისათა.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთი უთარიღოა. სარგის კაკაბაძე ათარიღებს 1464-1476 წლებით. ეს მოსაზრება გაზიარებულის კორპუსშიც.

პუბლიკაცია[edit]

1897 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. II - გვ.283[edit]

1913 - სარგის კაკაბაძე - ისტორიული საბუთები - წიგნი III - გვ.39-40[edit]

2014 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 55[edit]