1454 წ. I.10. - კულუხის გამოსაღების წიგნი დავით კათალიკოსისა ჯუარის მცხოვრებთადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 475.

პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 250 (დაკარგულია).
  2. 1449-1525 - პირი გადაწერილია ს. კაკაბაძის მიერ 1913 წ. გამოცემის მიზნით;
  3. H-06/54 - პირი გადაწერილია მ. კოლუბანსკის მიერ 1848 წ.
  4. H-2513 - № 25 - XIX საუკუნეში გადაწერილი სიგელ-გუჯრების კრებული.

შინაარსი:

  1. 1451-01-მცხეთის № 475

საბუთის შინაარსი[edit]

---
საბუთის ტექსტი: 1970 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 30


ჩუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ ქართლისა პატრიარქმან კათალიკოზმან დავით, თქუენ, დიდთა და მცირეთა ჯუარის მსახლობელთა მეკულუხეთა გაგიკუეთეთ და ამა წესითა მოგუცემდით და გამოიღებდით: ტერტერაშვილმან ხურმუზამან იმავე პირველითა ცოტაითა კოკითა ტკბილი კოკა ორმოცი, თათარასშვილმან - ორმოცი; საღირასშვილმან ორმოცი; ლუღლუღასშვილმან - ორმოცი. ამა ოთხთა ორმოც-ორმოცი კოკა გამოიღონ. ფაიქრისშვილმან გაბრიელმან - ოცდაათი; ძამიამან - ოცი; გონგლიასშვილმან - ოცი; ციხელმან - ჩუიდმეტი; იორდანამან - ჩუიდმეტი; ხოციკასშვილმან - თერთმეტი.

დაიწერა წიგნი და სიგელი ესე ქრონიკონსა რმბ იანვარსა , ხელითა ელიოზისძისა ელიოზისითა.

ხელრთვა:

ქ. ჩუენ ქრისტესა ღმრთისა მიერ ქართლისა კათალიკოზი ჭავჭავაძე დავით, ვამტკიცებთ.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს ზოგ გამოცემაში ათარიღებენ 1453 წ. 10 იანვრით, ზოგან კი 1454 წ. 10 იანვრით.

საბუთის პუბლიკაციები[edit]