Jump to content

1438 წ. - წყალობის სიგელი ალექსანდრე მეფისა ურდოელისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 438.

პირები:

შინაარსი:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 42


ქ. ჩუენ, მეფეთა მეფისა ალექსანდრესაგან დავითიან-ბაგრატიონიანისა, და თანამეცხედრისა ჩუენისა, პატრონისა დედოფალთა-დედოფლისა თამარისაგან და ძეთა ჩუენთა: მეფისა ვახტანგ, დიმიტრი და გიორგისაგან, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შარვანშა და შანშა და ყოვლისა აღმოსავლეთით ვიდრე დასავლეთამდის თუითფლობით მქონებელ-მპყრობელისა.

მოვიდა წინაშე ჩუენსა ჩუენნი დიდად ერდგულნი და რაცა ჩუენსა მეფობასა და მორჭუმასა უკეთუ მოუხდების, მისნი დრე და ღამე მეცდე-მომჭირნენი ურდოელი და მისი შვილი სუმბატ და გუეაჯნეს და მოგუახსენეს, რათამცა მათთა ერთგულობა-ნამსახურთა სანაცვლოდ სიგლითა ამით შეგუეწყალნეს

და რაცა შენ, ურდოელსა, სიყრმით მოაქამომდის მოგიგია და ანუ ჩუენთა მომავალთა მეფეთაგან წყალობად ბოძებული გაქუს და ანუ ნასყიდი და ნაქრთამევი გაქუს: ძაგნაკორანთა ღაფირისძისეული და ბაღდაური და ქალაქს რასაცა მქონებელი ხარ, შენსა მკუიდრსა სახლ-კარსა და ნასყიდსა ვენახებსა და კაცთა და მამულსა, რასაცა დღეს მქონებელნი ხართ, როგორაცა დღეს მოუშლელად თქუენ ურდოელსა გქონებია, აგრევე თქუენსა შვილსა სუმბატს და შვილთა და მომავალთა თქუენთა ჰქონდეს და ვაქონოთ და არასა ჟამისა შემოსრულობისა და გამოცვალებისათუის არ მოუშალოთ.

და ვიგინდამე თქუენისა გუარისა კაცმან და ანუ სხუისა გუარისამან იურვოს, არა ვაურვოთ და არაოდეს გაგიცეთ, ვინეთგან სიყრმით ვიდრე მოაქამომდის ესრეთ დიდნი ნამსახურნი და ერდგულობანი დასხენ შენ, ურდოელმან და მერმე სულისა საქმე მოიკლე და ჩოხანი ჩაიცუენ და თქუენი შვილი სუმბატ შემოგუვედრე, ჩუენცა ესე გუმართებს, თქუენისა შვილისა სუმბატისათუის და თქუენთა შვილთა და მომავალთათუის კარგნი ვიყუნეთ და ამისი მტკიცე იმედი გიბოძეთ, რომე თუ ამა უხანომან სოფელმან მისი ბეგარი ითხოოს და ამიერ სოფლით მიფარულ იქმნე, შემდგომად შენსა, შენსა უკანით, რასაცა დღეს ჩუენგან და ჩუენთა მომავალთაგან წყალობად ბოძებული მამული გაქუს, ანუ ნასყიდი და ნაქრთამევი გაქუს, იგი უკლებლად შენსა შვილსა სუმბატს და მისთა შვილთა ვაქონოთ და არა დაბადებული კაცი არ დავაცილოთ...

დაიწერა სიგელი და ბრძანება ესე ქორონიკონსა რკვ, ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა კვ, ხელითა მესტუმრისა და კარის მწიგნობრისა ჩუენისა კლიმი კაკლაჩასძისათა.

საბუთის პუბლიკაციები

[edit]