1435 წ. - სიგელი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg
1730. თელეთელ გიორგი არუთინაშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 034.

პირები:

  1. 1449-1659 - პირი გადაწერილია ს. კაკაბაძის მიერ 1913 წ.
  2. H-06/08 - გადაწერილი მ. კოლუბანსკის მიერ 1848 წ.

შინაარსი:

  1. 1451-01-მცხეთის № 034
  2. 1451-04-მცხეთის № 034

საბუთის შინაარსი[edit]

ქ. თქუენ, სუეტსა ღმრთივ-აღმართებულსა, კუართსა საუფლოსა და მირონსა წმიდასა,... თქუენთა ცვა-ფარვათა მონდობილმან, თქუენითა შეწევნითა, თქუენ ძლით მეფეთა მეფემან ალექსანდრე ვიგულვე და ვიგულსმოდგინე მცირე ესე ქველი საქმე და მოგახსენენ და შემოგწირენ ქალაქს მექუაბე ჯანდ[ა]ილა და ქურციკა; და კუალადვე ჩუენისა შვილისა საფლავთა შევსწირენ ლუკაი და ბურჩიხა მათითა მამულითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, ჭალითა, სათიბითა, მათითა საქონებლითა ყოვლითურთ უნაკლულოდ მოგუიხსენებია და შემოგუიწირავს, და კუალად მოგუიხსენებია ქალაქსვე ტაღმით თუესა შიგან ლიტრანახევარი ზეთი, ესე წლითი-წლად, თქუენ განმაცხოველებელსა სუეტსა წინაშე ენთებოდეს სამკუიდროდ და ყოვლისა დაბადებულისაგან უსარჩლელად და მოუდევრად.

მოგუიხსენებიან და შემოგუიწირავს თქუენ, ღმრთივ-აღმართებულისა სუეტისა ცხოველისათუის და თქუენისა საყდრისა მპყრობელისა, ღმრთისა სათნოსა კათალიკოზისა დავითისათუის ქალაქს მექუაბე ჯანდ[ა]ილა და ქურციკა; და ჩუენისა შვილისა საფლავთა ზედან ლუკია და ბურჩიხა მამულითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქუილითა, მათითა მამულითა და საქონებლითა ყოალათა; და ამას აქათ ქალაქითვე ტაღმით ლიტრი ზეთი წლითი-წლად ღმრთივ-ამაეთებულსა სუეტსა წინაშე ენთებოდეს...

დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჩუენი ქორონიკონსა რკგ, ინდიკდიონსა მეფობისა ჩუენისასა კგ, ხელითა მესტუმრისა და კარის მწიგნობრისა ჩუენისა კლიმი კაკლაჩასძისათა.


საბუთის პუბლიკაციები[edit]

1897 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. II - გვ.243[edit]

1967 - საურმაგ კაკაბაძე - Грузинские документы Института народов Азии - № 195[edit]

2013 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი II - N 68[edit]