1393 წ. VII.5. - სიგელი გიორგი მეფისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: დაკარგულია,

პირები:

  1. N 507-105 (დაკარგულია).
  2. H-06/11 - პირი გადაწერილი მ. კოლუბინსკის მიერ 1848 წ.

შინაარსი:

  1. 1451-01-მცხეთის № 038
  2. 1451-04-მცხეთის № 038

საბუთის შინაარსი[edit]

ჩუენდა ზღუდედ გამორჩეულო, წარმმართებელო მეფობისა ჩუენისაო, დიდებაო და სიმტკიცეო სკიპტრა-პორფირისა და გუირგუინისა ჩუენისაო, საშინელო მეტეხთა, ხახულისა და ვარძიისა ღმრთისმშობელო... განმაერთებელმან ლიხთ იმერისა და ლიხთ ამერისამან, ორისავე სამეფოს მტკიცედ და შეურყევლად მპყრობელმან, აფხაზთა და ქართველთა მეფემან გიორგი... დღესა ბრწყინვენ ოთხნივე კედარნი მეფობისა ჩვენისანი და შეწევნითა და წინამძღურობითა ძელისა ცხოვრებითასა აგარის ნათესავნი და მტერნი და წინააღმდგომნი ჩუენნი სამარადისოდ ლტოლვილ და უკუნქცეულ არიან.

ამა სიგლითა დაგიმტკიცეთ და მოგახსენეთ თქუენ... სუეტსა ღმრთივ-აღმართებულსა ქუეყანა მეტეხნი, მისითა მიმდგომითა მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა ვენახითა, ჭალითა, სათიბითა, შესავლითა და გამოსავლითა...

და აჰა, თქუენ, წმიდაო მღუდელმთავართ-მთავარო, პატიოსანო, მიმსგავსებულო და თანამერაბამეო წმიდათა მღუდელთმოძღუართა ბასილის და გრიგოლისო, ქართლისა კათალიკოზო გიორგი, რაგუარცა ჩუენგან ასრე სასოებით მოხსენებულსა და ახლად დამტკიცებულსა და თქუენსა მონდობილსა გმართებს, აგრე ივნისსა ათორმეტსა ონოფრობასა დღესა... ყოვლითურთ აღსავსესა და უნაკლულოსა აღაპსა გარდაიხდიდით...

დაიწერა სიგელი ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა მე-კდ, ქკნსა პა, ივლისსა , ხელითა კარის მწიგნობრისა ჩუენისა დემეტრე კეტასძისათა

დამტკიცება:

  1. ქ. ჩუენ, მეფესა გიორგისა, ჩუენი ნებითა, წადილითა და გულისმოდგინებითა შემოგუიწირავს და მოგუხსენებია.
  2. ქ. კირილეისონ, ესე ვითა ღმრთივ გუირგუინოსანმან მეფეთ-მეფემან გიორგი... ახალსა იერუსალემსა მცხეთასა, მათი ძუელითგან მკუიდრი, პირველთა მეფეთაგან შეწირული, აწ, ახლად განუახლეთ წარსამართებელად მეფობისა მათისა. ჩუენ ღმრთისა მიერ გიორგი გლახაკი ქართლისა კათალიკოზი, კანონითა ვამტკიცებთ...

საბუთის პერსონალია[edit]

შენიშვნები[edit]

თედო ჟორდანიას აზრით საბუთის გამცემი გიორგი VII მამამისმა ჯერ კიდევ 1369 წელს დასვა თანამოსაყდრედ.
სარგის კაკაბაძეს მიაჩნია, რომ ამ საბუთის გამცემი მეფე გიორგი და 1399 წლის საბუთის გამცემი მეფე გიორგი სხვადასხვა პირია და ამას ცხადყოფდა მათი ხელრთვები ამჟამად დაკარგულ დედნებში. თუმცა პირთა ანოტირებული ლექსიკონი გიორგი VII-ის მიერ გაცემულ სიგელებს მიაკუთვნებს:
* 1387 წ. - სიგელი გიორგი მეფისა გუგუნი მაყაშვილისადმი
* 1393 წ. VII.5. - სიგელი გიორგი მეფისა სვეტიცხოვლისადმი
* 1399 წ. VII.9. - სიგელი გიორგი მეფისა სვეტიცხოვლისადმი

საბუთის პუბლიკაციები[edit]