1451-04-მცხეთის № 038

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

ფონდი 1451 - IV - გუჯართა აღწერილობის დავთარი - გვ.5

მცხეთის საბუთები № 038

აღწერა საბუთისა

"პირველ დასაწყისნი სტრიქონნი ჰქონან მოხეულნი. მეორეს პირზედ რვას სტრიქონზედ აქვს ქაღალდი გაკრული; მერვეს სტრიქონთან სრულებით აქვს ამოხეული ქაღალდი, რომლისა გამოცა მას ზედა დაწერილნი ლექსნი აღარ წაიკითხებიან. მეცხრესა და მეათის სტრიქონი ნახევარი მოხეულია და მონახევი მას წიგნშივე ძევს. მეცამეტე და ორმოცდამეთექვსმეტე სტრიქონზედ გადახეულია ნახევრობამდინ ნაკეცებზედ სიძველისაგან; თვით გუჯარი ესე არის დაწერილი ოთხს ქაღალდზე გადაწებებულად. შემწირველის ხელჩართვის შემდგომად არის კიდევ მეხუთე ქაღალდი მიწებებული, რომელსაცა ზედა ჰსწერია წყევა და შეჩვენება კზის გიორგისაგან, თუ იკადროს ვინმე მოშლა შეწირულობისა მის. გარნა უკანასკნელი ესე არავისგან ხელმოწერილი არა არს და არცსა გახეული მეექვსესა და მეშვიდეს სტრიქონებს შუა."