1247-1250 წწ. - დაწერილი გრიგოლ სურამელისა მღვიმისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი:

  • Ad-1 - შემონახულია დედნის ფრაგმენტი (ძირითადი ტექსტის ბოლო 7 სტრიქონი და დამტკიცებები): ეტრატი; გრაგნილი; 238x25,5-26,3; 6 კეფი: 1) 40x25,5; 2) 40x25,5; 3) 54x25: 4) 48x26; 5) 13,5x26,3; 6) 42,5x25,8. კეფები გადაკერებულია თეთრი და ცისფერი აბრეშუმის ძაფით (I და II კეფი გაცალკევებულია); განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. ამ ფრაგმენტს სინოდის კანტორის მცხეთის საბუთებში ჰქონდა № 67.
  • სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები - № 37 (დაკარგულია). წარმოადგენდა ამ საბუთის დასაწყის ნაწილს. თ.ჟორდანიას მიხედვით საბუთის ზომა ყოფილა: 2 ½ არშინიx7 ვერშოკზე.

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 18


...უდაბნოსა მღუიმეს. და თანადგომითა ყოველთა კრებულთა მეუდაბნოეთა, გუეჰაჯა ჟამთა შინა ლაშქრად წარმართვისა ჩემსა არსენი ქრისტეს მიერ ქართლის კათალიკოზ-მწიგნობართუხუცეს ყოფილი, უდაბნოსა მღუიმისასა შინა მწირობად შემოსრული, ჩემსაცა ხორციელისა და სულიერისა ცხორებისა წარსამართებლად და ძისა ჩემისა ბეგაისა წმიდითა ემბაზითა ღმრთისმშობელისა, თანაგაზრახვითა წმიდათა მამათა მღუიმისათა.

... ამა საქმესა რაოდენსა.

აწ გულმოდგინებით ვწერ წამავალი მეოთხედ წარმართთა თათართა შიგან ქრისტეს სჯულისა და ერისა და ეკლესიის დაცუისათუის: გავაზელნი სოფელი ფავნელთაგან გეყიდნეს ძუელთაგანვე და დაწერილიცა გაქუს ფავნელთაგან მონასყიდობისაი და თავისუფლობისაი და ჩუენგანცა მოგართუ უბადოთა ხელისუფალთაგან ქმნილი შეავლად, რომელნი გავაზელთაგან სამარსაც მოჰკრეფდეს, სამუშაოცა უწერია... და შეწუხებულნი იყვნეს წმიდანი მამანი.

მე დაწერილი ესე დაგიწერე და მოგეც თავისუფლობისაი გავაზელთა სოფლისაი ყოველთა კრებულთა მღუიმისასა, ვითა ფავნელთაგან გიყიდია და მოსყიდულები მათ თავისუფლად დაეწერა, მე შემიწირავს თავისუფლად და შეუვალად ყოვლისა შესავლობისაგან, არა ეთხოებოდეს რა. შემაწუხა სუინდისმან ჩემმა: რაიმცა ერგო ჩემდა, წუთ ერთ, ბეგარსა უსამართლოსა და ურგებსა, დაღაცა თუმცა ყოვლისა სოფლისაი ყოფილიყო... ამისთუის ავხადე ყოველი ბეგარაი და თუ უსამართლოი საჩუენოი გავაზელთა სოფელსა ზედა დასდებოდა, ყოველივე დავთმე, საციხოი სამართალი და სახმარი ჩემისა სულისა საკურთხევლად შემიწირავს. იყოს სოფელი გავაზელნი შეუვალად: ნუცა ხელისუფალი შევა, ნუცა ციხისთავი, ნუცა გზირი, ნუცა მესახმარე, ნუ მოსამართლე და ნუ რაი მაწყინარი, ნუცა მენუკვარი, ნუცა მოხარჯე, ნუცა მესაბანჯრე. ვინაითგან თუით წმიდათა მეფეთაგან და ჩუენისა სახლისაგანცა წმიდისა შიოს ცხვარნი და მეცხვარენი ყოველსა ადგილსა თავისუფალნი არიან და შეუვალნი საბანჯრობისაგან და მისი სიგელიც აქუნდა დაწერილი ჩუენისა სახლისაგან წმიდასა უდაბნოსა მღუიმისასა.

და ჩუენი კაცი და მღუიმისა ჩამოიკიდნენ, ჩუენისა კაცისაგან სამართალი მამასახლისმან ჩუენმან აიღოს და მღუიმისა კაცისა თუით მემღუიმის ხელისუფალმან აიღოს. თუ საქმე რამ დავარდეს სასაურო მღუიმისა და ჩუენთა კაცთა შუა, მამასახლისმან და მღუიმის ხელისუფალმან სამართალითა დაუურვონ.


" გრიგოლ ქართლის ერისთავი დაწერილს აძლევს შიომღვიმის კრებულს და ქართლის კათალიკოზ და მწიგნობართუხუცეს ყოფილის, აწ უდაბნოს მღვიმის მწირის არსენის თხოვნით ბეგარისაგან ათავისუფლებს სოფელ გავაზელნს, რომელიც ადრე მღვიმის კრებულს ფავნელთაგან უყიდია.

"ესე ყოველი ჩემითა ნებითა დამიწერია, სრულისა ცნობითა, სიმრთელესა შინა ტანისა ჩემისასა, მე გრიგოლ ქართლის ერისთავსა, ხელითა ჩემითა, ძესა სულკურთხეულისა სულა ქართლისა ერისთავთა ერისთავისასა, დიდად ვალიანსა ჩემსა სახლსა ზედა, მარჯუენით დგომასა ძმისა ჩემისა ივანესსადა წინა დგომასა ძისა ჩემისა ბეგასსა.

ამის სანაცვლოდ გრიგოლმა შიომღვიმის მთავარმამა დიმიტრისაგან ლაზარობა დღეს აღაპის დაწესება მოითხოვა.

დამტკიცებები:

  1. "ქ. ამის ჩემის ძმისა გრიგოლ ქართლისა ერისთავისა დაწერილი... მე ივანე მეაბჯრეთუხუცესსა განაღამცა დამიმტკიცებია..."
  2. "ქ. ესე ვითა პატრონსა და ღთისა მამასა ჩემსა ებრძანებია და დაუწერია და შეუწირავს ყოველი ჩუენი მოსავალი გავაზელთაი, მეცა მათსა მიწასა და ძესა ბეგასა ქართლისა ერისთავსა განაღამცა დამიმტკიცებია..."
  3. ესე ვითა ერისთავთ-ერისთავსა, გრიგოლ ქართლის ერისთავსა... ღმრთისათა მიმსგავსებულისა ქართლის კათალიკოზ და მწიგნობართუხუცეს-ყოფილისა და აწ მწირობით წმიდასა უდაბნოსა მღუიმისსა შინა მყოფსა არსენის და მღვიმის კრებულისათვის დაუწერია გავაზელთა გადასახადებისაგან გათავისუფლება და მის ძმას მეაბჯრეთუხუცესსა ივანეს დაუმტკიცებია, ჩუენ, ქრისტეს მიერ ქართლისა კათალიკოზი არსენიცა მოწმე და დამამტკიცებელი ვექმნებით.
  4. შიომღვიმის ნასყიდი სოფლების გავაზელნის და კოტმანის გრიგოლ ერისთავის მიერ უსამართლო ბეგარისაგან გათავისუფლებას ამტკიცებს ქართლისა მთავარეპისკოპოსი გიორგი.
  5. საბუთს ამტკიცებს იოვანე ალავერდელი
  6. საბუთს ამტკიცებს არსენი მანგლელი
  7. საბუთს ამტკიცებენ სამნივე უდაბნონი გარესჯისანი.
  8. გლახაკმან არსენი, მწირობასა შინა ჩემსა მღვიმეს ვეჰაჯე ნათელსა სულისა ჩემისასა გრიგოლს ქართლის ერისთავსა, რაითამცა უბადლოთა კაცთაგან შესავლად გასრული სოფელნი გავაზელნი ძუელითავე წესითა გაუთავისუფლნა წმიდასა მამასა შიოს და უდაბნოსა მღვიმისასა, ვითა ძუელი დაწერილი აქუს ფავნელთაგან მონასყიდობისაი მღვიმესა. ერთსა ჯერსა ლაშქარს წამავალსა მოვახსენე თხუთმეტი ლიტრაი აბრეშუმი, კარგი ოქსინოი, ჯუბაჩაი ახალი, მოვახსენე სამოცდათხუთმეტი დუკატი, ერთი პალან-კურდნითა შეკაზმული დიდად კარგი ჯორი, ოთხას თეთრად მოფასებული ჩემთვის, ცხენი ერთი - სამასორმოცდაათ თეთრად ნასყიდი, უნაგირი ოქროითა და ზარხოითა მოჭედილი, ექუსას თეთრად დაფასებული, აღვირნი თათრულნი მარგალიტის ძირისანი, რომელსა ჰქვიან სადაფი, ოცი დუკატი მისთა ყმათა მოურავისადა მიმიცემია მართ გავაზელთა საქმისათვის, რომელ სამართლისა ნახევარსა აიღებდის და ამას მამისა მისისა სულაის დღეთა შიგან დადებულსა. აწ გრიგოლ ქვათახევს წინაშე ხატსა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისასა მჯდომარემან... ესე ზემოით დაწერილი დამიწერეს მან, ძმამან მისმან ივანე და შვილმან მისმან ბეგამან და ამისვე საქმისათვის ლაზარობაი დღე მღვიმეს აღაპი გაუჩინეს."

საბუთის დათარიღება[edit]

  • ორივე გამოცემაში თედო ჟორდანია საბუთს 1227-1230 წლებით ათარიღებს.
  • ს. კაკაბაძე - 1242-1245 წწ.
  • ივ. სურგულაძე - 1246-1248 წწ.

პუბლიკაცია[edit]

  • 1896 - თედო ჟორდანია - შიომღვიმის საბუთები - გვ.52-58
    • 1896 წ. თედო ჟორდანიამ გამოსცა დღეისათვის დაკარგული სინოდის კანტორის № 37 სიგელი "ძველი სიგელი ცხირეთ-ცხავერისა, გველდესისა და გავაზ კოტმანი". ეს დაზიანებული სიგელი თედო ჟორდანიას შეუვსია № 67 სიგელით.
  • 1897 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. II - გვ.97-102
    • თედო ჟორდანიას თავის ქრონიკებში გაიმეორა წინა წლის გამოცემა და № 37 სიგელი დაბეჭდა 97-100 გვერდებზე და მის გაგრძელებად № 67 სიგელი 100-102 გვერდებზე.