Ad-0001

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

საბუთის აღწერილობა[edit]

შემონახულია დედნის ფრაგმენტი (ძირითადი ტექსტის ბოლო 7 სტრიქონი და დამტკიცებები): ხელნაწერთა ინსტიტუტი Ad-1.
ეტრატი; გრაგნილი; 238x25,5-26,3; 6 კეფი: 1) 40x25,5; 2) 40x25,5; 3) 54x25: 4) 48x26; 5) 13,5x26,3; 6) 42,5x25,8. კეფები გადაკერებულია თეთრი და ცისფერი აბრეშუმის ძაფით (I და II კეფი გაცალკევებულია); განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.

თ. ჟორდანიას ხელთ ჰქონია როგორც დღემდე შემონახული ფრაგმენტი - სინოდალური კანტორის (დღეს Ad ფონდის) № 67 საბუთი, ისე მისი დასაწყისი, თავნაკლული, დიდად დაზიანებული ნაწილი - სინოდალური კანტორის № 37 საბუთი, რომელიც არ შემონახულა. ეს ორი საბუთიც მთლიანად ვერ ავსებდა ერთმანეთს: № 37 საბუთის ბოლო არ ეწყობოდა № 67 საბუთის დასაწყისს. № 37 საბუთის ზომა ყოფილა: 2 1/2 არშინიx7 ვერშოკზე.

1984 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი I - № 27


ეტრატმა შემოინახა შემდეგი საბუთები


საბუთი მოთავსებულია საბუთის recto-ზე და მოიცავს თვითონ სიგელს და მის დამტკიცებებს.

ფავნელის დაწერილი

ეს საბუთები ერთად გაბმულად მოთავსებულია ეტრატის verso-ს III-I კეფებზე და წარმოადგენენ სხვადასხვა საბუთებს.

საბუთი Ad-1გ

საბუთს უკავია VI კეფის verso, უკავია არე 42,5x25,8 და მიზნად ისახავდა ძველი საბუთების განახლებას.

საბუთის ტექსტი[edit]

ქვემოთ საბუთის verso ქვეყნდება ისე, როგორც ეს თვით ხელნაწერშია, ანუ გაბმულად და ორთოგრაფიის დაცვით:

ქ სახელითა ღმრთისაითა: მამისა: ძისა: და სულისა: წმიდისაი
თა: მეოხებითა: და: შუამდგომლობითა: წმიდათა: ანგელო
ზთა: და: მთავარანგელოზთა: მიქაელ: და: გაბრიელისაი: შუამდ
გომლობითა: ნაშობთა: უმეტეს: წოდებულისა: ივოვანე: ნათლისმ
ცემელისაითა: რომელი: მიეყრდნა: მკერდსა: საუფლოსა: წმიდათა: და
სამეოცდაათა: ქალწულთაითა: რომელთა: გუქადაგეს განხორცილება
სიტყუისა: ღმრთისა: მეოხებითა: და: შუამდგომლობითა: წმიდისა: მამის
შიოსითა: მას: ჟამსა: ოდეს: ბარდავს: შევიბენით: ერთი: ლომისამსგავსი
ფავნელი: მკუდარი: დარჩა: და: ერთი: ცოცხალი: ესე: უარესი: წამე
კიდა: ერთი: უხუცესი: შვილი: ქავთარ: შინა: მამიკუდა: ვთხოვენ: ჩემნი: მკ
უიდრნი: მამულნი: ჩემნი მკუდრნი მამულნი: მეფესა და მიბოძა: რომე: ტყ
ნი დავიხსნე და: მკუდრისა: სული: ვაურვო: ვთხოვენ: ოთხნი: სოფ
ელნი: ცხევერეთი: გუელდესითურთ: გავაზელნი კოტმითურთ: ქუემო
გულდეს: ორი გლეხი: შულლიასძე: და: ტარიკასძე: და მოვიყვანე
მთავარი: მემღუიმე: თევდორე: და: მივათუალენით: სოფელნი: და: მომ
იწონა: ოცდა: ათი ლი: ტრა: ოქრო: :ოცდა: ათი ლიტრა: ვერცხლი:
წმიდისა შიოს: კუბოს შემონაყარი: ათიათასი: პელპელი: ათი ათასი: სტავრა
შუიდი: ჯორი: ვარდა: შუიდი ქორი კაპოეტი: შუიდი მეძებარი: შუიდი:
მწევარი წაუვალი: თუთეთრსარაანგარიში უნდა: კაბარჭითა გარდაუწ
ყე. უკანისა: საფასე ემცირებოდა და კიდევე მოგუეშალნის: მივეც
ით ერთი ჯორი პალარ-კურტამითა: ერთი ცხენი სამასად: ერთი უნაგ
ირი ხუთასად: ყუელას მჯობი ერთი ლაგამი მარგალიტისა ძირით მივეცით
და მივუბედნიერეთ სარკინისა წინამძღუარსა აჰ ნიჩბელი: კორი
თელი: და: ვახტანგ: ბივრიტელი: ჩავე: მე: მიქაელ: მემღუიმე: და ჩავ
იტანენ: ჩემნი: ლავრანი: ცხევრელნ: დაუწყე: ჩემსა: მამულსა: შიგან: ცი
ხესა: გება: დავდგი ხევისა კერძოდ უკეთესი კოშკი შიგნი
თ და გარეთ უკეთესი სახიზნო ცხევერელთა ჰქონდესა. დავიდევ ერთი
დღე ანეული ციხისა ბეგარი ერთი დღე სამკალი ერთი დღე სალე
წავი თუ ი გრივი გამოვიდეს ცხრა გრივი პატონსა და მეათე ცხ
ევერელთა წელიწადსა შიგან ერთი დღე ნადირობა არის ბეგა
რა ჩუენი მოსაცემელი კაცისა თავსა ორი ჯამი შეჭამადი ორ
ორი პური ორ ორი პირი ღუნო. თუ რამე ცხირელსა ხელეოსან
გურდსა შესაპოვარი გედვას აჭმევდე რასა. ბეგრობისათუის ღამ
ესა ნუ გავლებინებ. სიარული არა შეეძლოს აიკიდე ზურგ
მათსა სამზღვარსა შიგან გაიყვანე გარდავე ლიხთ-იმერით
და მოვიღე თავისუფლობისა ბრძანება კოსტანტინესი და ბა
გრატისი კახთა მეფეთა ფალლესი და კუირიკესი მითავისუფლ
ებიან მეფეთა და დედოფალთაგნ და დიოფალთა და დიდებუ
ლთაგან აზნაურთა და მათთა ცოლთაგან მითავისუფლებიან ყო
ველთავე ხელოსანთაგან მოლარეთაგან მეულუფეთა მეჯინიბეთა მ
ესაბანჯრეთა მეგოდრეთა მეჯამეთა ყოველთა დარბაზით გამო
სულთა ხელოსაითგან თუ ვინმე გაწყენდეს და არვნ რას გაგიგ
ნებდეს სააჯოს კარსა მიიხუენით და ვინცა რამანცა გუარისა კაცმა
შეუცვალოს შემციცვლების რჯულისაგან ქრისტანეთასა რისხა
ვსმცა მამა ძე და სული წმიდა კრულმცა არს ძილი და ღუიძილი მისი
საფლავი და სახსენებელი მისი შემცედების კეთრი გეზისი შიშთვილ
იუდასი დანთქმა დათან და აბირონისი იგიმცა მას უთქუამს სისხლი მა
გისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა ქრისტეს ჯუარსმცმელთა თა
ნამცა დაინაწილების სული და სახსენებელი მისი პირველ კურთ
ხევითგან იაკობ ძმისა უფლისა ვიდრე უკანასკნელობამდ რაცა
ჟამი იწირვის წმიდათა მამათა მღრდელთმოზღუართა და მღრ
დელთაგან მათითამცა წირვთა კრულია სატანას განხნილითამ
ცა საკრველითა შეიკრვის ტომით ნათესავით და სახსენებლით მის
თურთ ამა ზემო წერილთ მადლი რისხავს რამანც ადამიანის
ნაესავმა შეშალოს ამისი დამმტკიცებლ ღთან აკრთხოს