1101-1125 წწ. - დაწერილი ფავნელისა მღვიმისადმი და მიქაელ მემღვიმის ცხევრელთათვის

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: დაკარგულია.

პირი: Ad-1ა იგივე შიომღვიმის საბუთები № 067

მიწერილია გრიგოლ სურამელის დაწერილის - Ad-1 verso-ზე.

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 1


ქვემოთ საბუთი ქვეყნდება ისე, როგორც ეს "კორპუსშია" მოყვანილი, თუმცა მიჩნეულია, რომ ეს მინაწერი სამი სხვადასხვა საბუთის კომპილაციას წარმოადგენს:

  1. . Ad-1 ა - დაწერილი ფავნელისა მღვიმისადმი;
  2. . Ad-1 ბ - ნასყიდობის წიგნი უცნობი პირის მიერ მიცემული სარკინის მონასტრის წინამძღვრისათვის;
  3. . Ad-1 გ - მიქაელ მემღვიმის დაწერილი.
ფავნელის დაწერილი

ქ. სახელითა ღმრთისაითა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისაითა, მეოხებითა და შუამდგომლობითა წმიდათა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა მიქაელ და გაბრიელისაითა, შუამდგომლობითა ნაშობთა უმეტეს წოდებულისა ივოვანე ნათლისმცემელისაითა, რომელი მიეყრდნა მკერდსა საუფლოსა, წმიდათა და სამეოცდაათთა ქალწულთაითა, რომელთა გუიქადაგეს განხორციელება სიტყუისა ღმრთისა, მეოხებითა და შუამდგომლობითა წმიდისა მამის შიოსითა...

მას ჟამსა, ოდეს ბარდავს შევიბენით, ერთი ლომისა მსგავსი ფავნელი მკუდარი დარჩა და ერთი ცოცხალი. ესე უარესი წამეკიდა: ერთი უხუცესი შვილი ქავთარ შინა მამიკუდა.

ვთხოვენ ჩემნი მკუიდრნი მამულნი მეფესა და მიბოძა, რომე ტყუენი დავიხსნე და მკუდრისა სული ვაურვო. ვთხოვენ ოთხნი სოფელნი ცხევერეთი გუელდესითურთ, გავაზელნი კოტმითურთ, ქუემო გუელდეს ორი გლეხი: შულლიას ძე და ტარიკას ძე.

და მოვიყვანე მთავარი მემღუიმე თევდორე და მივათუალენით სოფელნი; და მომიწონა ოცდაათი ლიტრა ოქრო, ოცდაათი ლიტრა ვერცხლი წმიდისა შიოს კუბოს შემონაყარი, ათი ათასი პელპელი, ათი ათასი სტავრა, შუიდი ჯორი ვარდა, შუიდი ქორი კაპოეტი, შუიდი მეძებარი, შუიდი მწევარი წაუვალი...[1]

ხელრთვები და დამტკიცებები[edit]

1. თევდორე მთავარ-მემღვიმის ხელრთვა[edit]

...თეთრსა რა ანგარიში უნდა: კაბარჭითა გარდაუწყე. უკანისა საფასე ემცირებოდა და კიდევე მოგუეშალნის. მივეცით ერთი ჯორი პალარ-კურტამითა, ერთი ცხენი სამასად, ერთი უნაგირი ხუთასად ყუელას მჯობი, ერთი ლაგამი მარგალიტისა ძირით...

2. ფავნელის ხელრთვა[edit]

მივეცით და მივუბედნიერეთ სარკინისა წინამძღუარსა...

[3][edit]

... აჰ ნიჩბელი

[4][edit]

...კორინთელი

[5][edit]

ვახტანგ ბივრიტელი

6. IX ს. ბოლო - მიქაელ მემღვიმის დაწერილი[edit]

[2]...ჩავე მე, მიქაელ მემღუიმე და ჩავიტანენ ჩემნი ლავრანი ცხევრელნი. დაუწყე ჩემსა მამულსა შიგან ციხესა გება. დავდგი ხევისა კერძოდ უკეთესი კოშკი შიგნით და გარეთ - უკეთესი სახიზნო ცხევერელთა ჰქონდეს.

დავიდევ ერთი დღე ანეული - ციხისა ბეგარი, ერთი დღე სამკალი, ერთი დღე სალეწავი. თუ გრივი გამოვიდეს, ცხრა გრივი - პატონსა და მეათე - ცხევერელთა; წელიწადსა შიგან ერთი დღე ნადირობა არის - ბეგარა ჩუენი მოსაცემელი; კაცისა თავსა - ორი ჯამი შეჭამადი, ორ-ორი პური; ორ-ორი პირი ღუინო.

თუ რამე ცხირელსა ხელოსანსა გუერდსა შესაპოვარი გედვას, აჭმევდე რასა. ბეგრობისათუის ღამესა ნუ გაავლებინებ. სიარული არა შეეძლოს, აიკიდე ზურგსა, მათსა სამზღვარსა შიგან გაიყვანე...

გარდავე ლიხთ-იმერით და მოვიღე თავისუფლობისა ბრძანება კოსტანტინესი და ბაგრატისი, კახთა მეფეთა: ფალლესი და კუირიკესი.

7. მეფის ხელრთვა[edit]

... მითავისუფლებიან მეფეთა და დედოფალთაგან, და დიოფალთა და დიდებულთაგან, აზნაურთა და მათთა ცოლთაგან; მითავისუფლებიან ყოველთავე ხელოსანთაგან, მოლარეთაგან, მეულუფეთა, მეჯინიბეთა, მესაბანჯრეთა, მეგოდრეთა, მეჯამეთა, ყოველთა დარბაზით გამოსულთა ხელოსაითგან.

თუ ვინმე გაწყენდეს და არვინ რას გაგიგონებდეს, სააჯოს კარსა მიიხუენით.

8. კათალიკოსის ხელრთვა[edit]

... და ვინცა რამანცა გუარისა კაცმა შეუცვალოს, შემცაიცვლების რჯულისაგან ქრისტეანეთასა; რისხავსმცა მამა, ძე და სული წმიდა; კრულმცა არს ძილი და ღუიძილი მისი, საფლავი და სახსენებელი მისი; შემცაედების კეთრი გეზისი, შიშთვილი იუდასი, დანთქმა დათან და აბირონისი; იგიმცა მას უთქუამს: "სისხლი მაგისი ჩუენ ზედა და შვილთა ჩუენთა ზედა"; ქრისტეს ჯუარსმცმელთა თანამცა დაინაწილების სული და სახსენებელი მისი; პირველ კურთხევითგან იაკობ, ძმისა უფლისა, ვიდრე უკანასკნელობამდი რაცა ჟამი იწირვის წმიდათა მამათა, მღრდელთმოზღუართა და მღრდელთაგან, მათითამცა წირვითა კრულია; სატანას განუხნილითამცა საკრველითა შეიკრვის ტომით ნათესავით და სახსენებლით მისითურთ.

9. სხვა ხელრთვა[edit]

... ამა ზემო წერილთა წმიდათა მადლი რისხავს, რამანც ადამიანის ნათესავმა შეშალოს. ამისი დამამტკიცებელი ღმერთმან აკურთხოს...


  1. ი. დოლიძის აზრით აქ მთავრდება დაწერილი ფავნელისა მღვიმისადმი და იწყება სხვა საბუთის ფრაგმენტი ნასყიდობის წიგნი უცნობი პირის მიერ მიცემული სარკინის მონასტრის წინამძღვრისათვის
  2. ი.დოლიძის აზრით აქ იწყება სხვა თავნაკლული საბუთი: მიქაელ მემღვიმის დაწერილი




საბუთის დათარიღება[edit]

  • 1892 წელს თედო ჟორდანია საბუთს 909-941 წლებით ათარიღებს. მას საბუთის უკანა მხარეზე მიწერილი ტექსტი ერთ მთლიანი საბუთის ასლად მიაჩნია და დათარიღების საფუძველია მასში მოხსენიებული აფხაზეთისა და კახეთის მეფეების ზეობის წლები.
  • 1896 წელს თედო ჟორდანია საბუთს უკვე 890-913 წლებით ათარიღებს.
  • 1965 წ. ისიდორე დოლიძემ მიიჩნია, რომ საბუთის უკანა გვერდზე მიწერილი ტექსტი სამ სხვადასხვა საბუთის გაერთიანებითაა მიღებული. ფავნელის დაწერილი მან IX საუკუნით, უფრო ზუსტად კი IX საუკუნის ბოლო მეოთხედით დაათარიღა.
  • 1984 წ. ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი მინაწერს ორ საბუთად ჰყოფს დროის მიხედვით, თუმცა საბუთი მთლიანი სახითაა გამოქვეყნებული და პირველ ნაწილს IX საუკუნით ათარიღებს, ხოლო მთლიანად საბუთს IX ს. II ნახევრით.
  • პირთა ანოტირებული ლექსიკონი მინაწერს სამ სხვადასხვა სიგელის კომპილაციად მიიჩნევს:
  1. . XII ს-ის I მეოთხედი - დაწერილი ფავნელისა მღვიმისადმი - Ad-1 ა (პალ-IV - გვ.273-274);
  2. . XII-XIII სს. - ნასყიდობის წიგნი უცნობი პირის მიერ მიცემული სარკინის მონასტრის წინამძღვრისათვის - Ad-1 ბ (პალ-II - გვ.528)
  3. . XII ს-ის I მეოთხედი - მიქაელ მემღვიმის დაწერილი - Ad-1 გ (პალ-III - გვ.190) .
  • 1993 წ. პირთა ლექსიკონის II ტომში (გვ.302) დაწერილი ფავნელისა მღვიმისადმი Ad-1ა დათარიღებულია XII შუა ხანებით.
  • 2007 წ. პირთა ლექსიკონის IV ტომში (გვ.274) დაწერილი ფავნელისა მღვიმისადმი Ad-1ა დათარიღებულია XII ს. I ნახევრით და XII ს. შუა ხანებით (გვ.226).
  • 2015 წ. პირთა ლექსიკონის V ტომში (გვ.184) დაწერილი ფავნელისა მღვიმისადმი Ad-1ა დათარიღებულია XI ს. I მეოთხედით.
  • 2013 წ. ქართულ ხელნაწერთა ინსტიტუტში დაწერილი ფავნელისა მღვიმისადმი Ad-1ა დათარიღებულია IX ს. I ნახევრით. manuskript.ge

პუბლიკაცია[edit]

ლიტერატურა[edit]