S-1246 ხელნაწერის ანდერძ-მინაწერები

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართულ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერები






S-1246 ხელნაწერის აღწერილობა[edit]

S-1246 ხელნაწერი წარმოადგენს XVI საუკუნის კრებულს. 383 ფ. 28x19,5 სმ. ქაღალდი. ტყავგადაკრული ხის ყდა. თავ-ბოლო ნაკლული.

პუბლიკაცია[edit]

S-1246 ხელნაწერის ანდერძ-მინაწერები[edit]

ამილახორთა სახლის კრებულის მოსახსენებლები[edit]

1. ბაგრატ აფხაზთა, ქართველთა მართლმადიდებლისა მეფისა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევა მისი.

2. გიორგი კესაროსისა, აფხაზთა, ქართველთა მართლმადიდებლისა მეფისა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევა მისი.

3. დავით, ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფისა ახლისა მართლმადიდებელისა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევა მისი.

4. დემეტრე ყოვლისა აღმოსავლეთისა მეფისა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევა მისი.

5. გიორგი ყოვლისა აღმოსავლეთისა ჴელმწიფედ მპყრობელისა, მეფეთ-მეფისა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევა მისი.

6. თამარ ყოვლისა აღმოსავლეთისა ახლისა მართლმადიდებლისა, აფხაზთა, ქართველთა, ჰერთა და კახთა და ყოველთა ქრისტეანეთა მპყრობელისა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევა მისი.

7. ძისა მათისა, გიორგი ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა მტკიცედ მპყრობლისა და მეფეთ-მეფისა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევა მისი.

8. დისა მათისა, რუსუდან მართლმადიდებლისა, ყოვლისა აღმოსავლისა მტკიცედ მპყრობელისა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევა მათი.

9.დავით და დავით მართლმადიდებელთა მეფეთა და მეფეთ-მეფეთა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევა მათი.

10. უსხეულოთა მიმსგავსებულისა წმიდისა მამისა ჩუენისა ეფთვიმე მთაწმიდელისა, ახლისა ოქროპირისა, ქართველთა განმანათლებლისა, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევა მისი.

11. წმიდათა და მართლმადიდებელთა დედოფალთა - მარიამისი და მართასი საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევა მათი.

12. წმიდათა მამათა: იოვანესი და იოვანე სვინგელოზისა და გ[იორგ]ისი საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევა მათი.

13. წმიდისა მამისა ჩუენისა გ[იორგ]ი მთაწმიდელისა, ქართველთა მნათობისა, საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევა მისი.

14. ყოველთა ნათესავთა ჩუენთა მასპინძლისა ქართველთა, გრიგოლი სევასტოსისა, ბაკურიანისძისა, ყოვლისა დასავლისა დიდისა დემესტლიკოსისა მართლმადიდებლისა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევა მისი.

15. მართლმადიდებლისა მეფეთ-მეფისა გიორგისი] და მათისა მეცხედრისა

16. დედოფალთა-დედოფლისა თამარ ყოფილისა სალომესი საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევა მათი.

17. ძისა მათისა ვახტანგისი და მათისა მეცხედრისა გულქანისი.

18. ძისა მათისა ხოსრო თანგილისი საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევა მათი.

19. პატრონისა ყუარყუარესი და მათისა მეცხედრისა დედისიმედისა.

20. და ძეთა მათთა პატრონისა ქაიხოსროსი და პატრონისა მზეჭაბუკისი საუკუნოჲმცა არს საჴსენებელი და კურთხევა მათი.

21. ვახუშტ-ყოფილისა ვასილიოსი და მათისა მეცხედრისა მეფეთ-მეფისა ასულისა ქეთაონ-ყოფილისა ქრისტინასი და ძეთა მათთა ამუანისი და ელენესი საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევა მათი.

22. პატრონისა ელისბარისი და მათისა მეცხედრისა მარიხისი და ძეთა მათთა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევა მათი.

23. ძმისა მათისა პატრონისა იოთამისი და მათისა მეცხედრისა მზექალისი და [ძეთა] მათთა საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევა მათი.

24. დისა მათისა თამარისი საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევა მათი.

25. პატრონისა ეკატირინასი და ძეთა მათთა: ბოქასი, სურხანისი, გარსევანისი და გურგაქისი საუკუნომცა არს საჴსენებელი და კურთხევა მათი.

26. მათისა გაზრდილისა მწერლისა ზოსიმესი და მისთა მიცვალებულთა საუკუნოჲმცა არს საჴსენებელი და კურთხევაჲ მათი.

ანდერძები[edit]

1. ღმერთო და ყოვლად წმიდაო ღვთის მშობელო და მისნო წმიდანო! შეეწიენით მას საუკუნესა ქოიარ-ყოფილსა ქერობინს და მისსა მეცხედრესა პატრონსა თამარს და ძეთა მისთა".

2. ღმერთო და აწყურისა ღვთის მშობელო, შეიწყალე თამარ.

3. ღმერთო და აწყურისა ღვთის მშობელო, პატრონი თამარ და ძენი მისნი მშვიდობით დაიცევ და დღეგრძელობით. ცოდვანი მისნი შეუნდოს ღმერთმან, ამინ.

4. ჯუარო ქრისტესო, შეიწყალე ზებედე. ამინ.

5. წმიდაო ნიკოლოზ! შემეწიე ზებედეს, ამის მწერალსა.

6. წმიდაო ნიკოლოზ! შეიწყალე ზებედე და ჩემი მამა ბასილი, ამინ.

ამილახორთა გვიანდელი მოსახსენებლები[edit]

1. ამილახორისა ელბდურისა საუკუნომცა არს სახსენებელი მისი და კურთხევა მისი და თანამეცხედრისა მისისა ხურციძისა ასულისა ნესტ[ა]რჯნისი საუკუნომცა არს სახსენებელი მისი და კურთხევა მისი და ძეთა მათთა ფალავანხოსროსი, ნიკოლოზისი, ზეს[შთ]ელ[ი]სი საუკუნომცა არს სახსენებელი მათი და ასულთა მათთა საუკუნომცა არს სახსენებელი და კურთხევა მათი და სიმრთელით და დღეგრძელობით მრავალმცა არიან წელნი ცხორებისა ელბადურისა, ნესტარჯნისა და ძეთა მათთა: პირმშოსა და ახოვნისა ძისა მისისა მელქიზედეგისი...

2. ...ასულისა მისისა რებექისა საუკუნომცა არსა კურთხევა მისი; დისა ჩემისა, ამის მწერლისა ათანასიასი საუკუნომცა არს კურთხევა მისი.

3. ქ. ასულისა მისისა გულბუდახისა და თანამეცხედრისა მისისა ედიშერისა მრავალმცა არიან წელნი ცხორებისა მათისანი.

ამილახორთა სახლის კრებულის მოსახსენებლების დაწერის დრო[edit]

ეს მოსახსენებლები შექმნილი უნდა იყოს ნავ-ყვარყვარეს ვაჟების მცირეწლოვნობაში, ანუ 1530-1535 წლებში.