1627 წ. 06.24. - წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა ქაიხოსრო ბარათაშვილისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search


1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg
1730. თელეთელ გიორგი არუთინაშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: დაკარგულია.

პირი: Hd-14448
პირი: 1450-32/324

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 2018 - გოგოლაძე თამაზ - № 9



ქართული ტექსტი:

ქ. ნებითა შეწევნითა ღ(მრ)თისათა.

ჩუენ, მეფემან, პატრონმან სუიმონ ესე წყალობისა წიგნი და ნიშანი გიბოძეთ თქვენ, ჩუენსა ერდგულსა და მრავალფერად თავდადებით ნამსახურსა ბარათაშვილს, პატრონს ქაიხოსროს, თქვენთა შვილსა, გუგუნასა, ბარათასა და ნიკოლოზს.

მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და აზნაურის შვილის წყალობასა დაგუეაჯენით, ჩუენ ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ სააკაძე შერმაზან, მოკითხული ვქენით ამასწინათ თქვენივე სამკუიდრო ყოფილიყო და ახლა ჩუენცა თქვენ გიბოძეთ, რისაც მამულის მქონებელი ყოფილიყოს ყოვლის მისის სამართლიანის საქმითა და სამძღურითა, გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგან.

აწე, უზეშთესთა მოგახსენებთ და უქვედესთა გ(ი)ბ(რძანე)ბთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვაზირნო და სხუანო მოსაქმენო, ვინ გინდა ვინ იყვნეთ და ანუ ვინგინდავინ იქნებოდეთ, თქვენცა ასრე გაუთაეთ, რარიგადცა ამა ჩუენგან ნაწყალობევს ფარვანაშია ეწეროს და ნურაოდეს ნუ შეუშლით და შეეცილებით თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქ(ორონი)კ(ონ)სა ტიე, თიბათუეს კდ, ჴელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობრისა, ოქრუასშვილის შერმაზანისათა. [სიმონ მეფის ხელრთვა].

სპარსული ტექსტის ქართული თარგმანი:

ის (ე. ი. ღმერთი).

გამოვიდა მაღალი ბრძანება, რომ, რადგანაც შერმაზან სააკაძე და მისი წინაპრები ძველი დროიდანვე ეკუთვნოდნენ სიდიადის თავშესაფარს ქაიხოსრო-ბეგ ბარათაშვილს, ამიტომ 1036 წლის შავალის - [საქმის] კეთილად და ბედნიერად დასრულების თვის 20-დან დაწყებული, კურდღლის წელიწადს, ხსენებული შერმაზან სააკაძე განაწესისამებრ მისთვის გვიწყალობებია, რათა ლაშქრობასა და ნადირობაში მის სამსახურში იყოს. არავითარ შემთხვევაში მაღალი კარის ვექილებმა მას არ მოსთხოვონ [გამოსაღებები] და არ დააბრკოლონ და ლაშქრობისა და ნადირობის მოვალეობა...

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტზ მარიამობის თვე, ანუ 1619 წ. აგვისტო

საბუთის პერსონალია[edit]

* სვიმონ მეფე
* ბარათაშვილი ქაიხოსრო
* ბარათაშვილი გუგუნა
* ბარათაშვილი ბარათა
* ბარათაშვილი ნიკოლოზ
* სააკაძე შერმაზანი
* ოქრუაშვილი შერმაზანი

პუბლიკაცია[edit]