Hd-14448

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი საბუთისა 1627 წ. VI.24. - წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა ქაიხოსრო ბარათაშვილისადმი

დ ე დ ა ნ ი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Hd-14448; ორად გაკეცილი ღია ყავისფერი ლაქებიანი ქაღალდი; 1 ფურცელი; ზომა: 37,8X19,9 სმ.; შავი ფერის მელანი; მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი, სამი წერტილი ან ოთხი წერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ; ხილვადობა მკაფიოა, ტექსტი თავიდან ბოლომდე კარგად იკითხება.

შ ე ნ ი შ ვ ნ ა: საბუთს ბოლოში უზის მეფე სვიმონის ხელრთვა, რომლის ქვედა ნაწილი აღარ ჩანს.

მ ი ნ ა წ ე რ ი: საბუთის ვერსოზე ვერტიკალურად მიწერილია: "ქ. ესე ბრძანება ასრე უნდა გათავდეს [სპარსული ოვალური ფორმის ბეჭედი]".