1561-1584 წწ. - სააღაპე წიგნი ნიკოლაოზ კათალიკოსისა პატრონ ომანისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. სახელითა ღმრთისათა, ჩუენ, ქრისტეს მიერ კურთხეულმან ყოვლისა საქართველოს მამამთავართ მთავარმან, ქართლისა კათალიკოზ-პატრიარქმან პატრონმან ნიკოლაოზ ესე წიგნი მოგეც თქუენ, პატრონსა ომანს.

მას ჟამსა, როდეს სუეტსა ცხოველსა მამული შემოსწირეთ და ჩუენ მისად სამუქფოდ გაგიჩინეთ ყოველთა წელიწადთა შინა თუითო ჟამის წირვა. ასე რომე, სანამდი ცოცხალი ვიყუნეთ, წელიწადზედა ერთი ჟამის წირვა არა დაგაკლოთ და ჩუენ გიწიროთ.

და ჩუენსა უკანის ვინცა კათალიკოზი იყოს, იმათ გიწირონ და არა დაგაკლონ. ესე ასრე გაგითავდეს და არა მოგესალოს, არა ჩუენგან და არა შემდგომად ჩუენსა სხვათა პატრიაქთაგან.

კათალიკოზი

საბუთის დათარიღება[edit]

მზია სურგულაძე: საბუთი უთარიღოა. XVI საუკუნეში ნიკოლოზ კათალიკოსის სახელით ზედიზედ ორი კათალიკოსი მოღვაწეობდა; ნიკოლოზ VII ბარათაშვილი (1561-1584) და ნიკოლოზ VIII ბაგრატიონი (1584-1589). საბუთზე მოთავსებულია კათალიკოსის ხელრთვა, რომლის მოხაზულობა, ჩვენთვის ცნობილი ნიმუშების მიხედვით, ნაკლებად ჰგავს ნიკოლოზ VIII კათალიკოსის ხელრთვას. ამიტომ იქნა იგი მიჩნეული ნიკოლოზ VII ბარათაშვილის ხელრთვად და საბუთის თარიღი მისი ზეობის წლებით განისაზღვრა - 1561-1584.

პუბლიკაცია[edit]