ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი წიგნი და სიგელი გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, წმიდასა და კათოლიკე საპატრიაქოსა მეოხსა და შესავედრებელსა ჩუენსა დედაქალაქსა მცხეთისა საყდარსა და თქუენსა საჭეთმპყრობელსა წმიდასა მეუფესა, სულისა ჩუენისა შესავედრებელსა პატრიაქ-კათალიკოზსა დომენტის და საშინელსა სუეტსა ცხოველსა, კუართსა საუფლოსა და მირონსა ღმერთმყოფელსა, სუეტსა ღმრთისასა ხელით უქმნელსა.
მას ჟამსა, ოდეს ჩუენის განაყოფისა ხოსროს ქალი შევირთე, ჩუენ, პატრონმან კოსტანტინე, და პატრონი კათალიკოზი გამოგუენახა სჯულისა წესით, როგორცა მართებდა, მიუდეგით კარსა და შემოგეხუეწენით ჩუენ, პატრონი კოსტანტინე და ძმანი ჩუენნი: პატრონი გიორგი და მელქისედეკ.
მოგახსენეს და შემოგწირეს მცირე ესე შემოსაწირავი შენ, წმიდასა კათოლიკე სამოციქულოსა საყდარსა მცხეთასა ცოდვათა ჩუენთა შესანდობელად და დღეთა ჩუენთა განგრძელებისათვის: ტფილის ქალაქს ერთი სასახლე კალოუბანს წინ, შარამდინ, მისით სახლ-კარითა და მამულითა და ქულბაქითა, რისაც დღეს მქონებელი იყოს, მიწა კულბითს მოგუიხსენებია და შემოგუიწირავს სუეტის ცხოველისათუის, ჩუენ ბატონსა კოსტანტინეს და ჩუენთა ძმათა.
ვინცა და რამანცა გუარმამ კაცმან მცირე ესე ჩუენგან შეწირული გამოახოს და გამოსწიროს, რისხავსმცა მამა, ძე და წმიდა სული, ნურათამცა სინანულისაგან ნუ იქნების ხსნა სულისა მისისა. ამისნი დამამტკიცებელნი ღმერთმან აკურთხნეს.
დაიწერა სიგელი ესე ქორონიკონსა სმჱ, ხელითა არმაზის წინამძღურისა ბესარიონისითა.